ვინ არის ქართველი ექიმი, რომელიც ამტკიცებს, რომ კოვიდის საწინააღმდეგო საკვები დანამატი შექმნა? – მისი პაციენტები იყვნენ საქართველოს პატრიარქი და მსახიობი გიორგი მახარაშვილი

0
1818
63 Views

ეს დღეებია,  მედიის საშუალებით აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქართველი ექიმმა, ალექსანდრე თავართქილაძემ შექმნა კორონავირუსის საწინააღდეგო საკვები დანამატი, სახელად ,,სულაჟერი”, რომელმაც ძალიან შთამბეჭედავი შედეგი აჩვენა. საინტერესოა ვინ არის და სად მოღვაწეობს ალექსანდრე თავართქილაძე?

იგი არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსსუ-ის და რენე-დეკარტეს უნივერსიტეტის (საფრანგეთი, პარიზი) პროფესორი, ონკოლოგიის, მოლეკულური მედიცინის ექსპერტი, კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს (საფრანგეთი – ლიონი) კვლევითი ჯგუფის წევრი, პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის სამედიცინო დირექტორი. მის კაბინეტთან წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოში მუდამ ხალხმრავლობაა.

ალეკო თავართქილაძე ცნობილი მსახიობის, გიორგი მახარაშვილის მკურნალი ექიმიცაა. როგორც იცით, მსახიობმა წლების წინ მძიმე სენი დაამარცხა და დღეს სრულად განკურნებულია. თავართქილაძის პაციენტი იყო საქართველოს პატრიარქიც.

„ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანი გახდნენ ადამიანები და ცხოვრება. ჩემი შეხედულებები, დამოკიდებულებები, ბევრი რამ შეიცვალა. ჩემს აზროვნებაში ისეთი ძირეული რამ შეიცვალა, რომ სამუდამოდ ასე დარჩება. რასაც ადრე ყურადღებას არ ვაქცევდი ახლა მნიშვნელოვანი გახდა. ცხოვრება და სიცოცხლე უფრო დავაფასე. ეს დაავადება რომ დავამარცხე, 90%-ით იმ ადამიანების დამსახურებაა რომლებიც გვერდში დამიდგნენ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მოგიდგება ექიმი. ჩემი მკურნალი ექიმი ალექსანდრე თავართქილაძე ძალიან პროფესიონალურად მიუდგა ამ საკითხს. მისი დიდი დამსახურებაა, რომ დეპრესიაში არ ჩავვარდი“, – იხსენებდა მსაიხობი.

ალექსანდრე თავართქილაძის შექმნილი საკვები დანამატით დღეის მდგომარეობით, კლინიკაში, მკურნალობაში ოფიციალურად ჩართულია 19 პაციენტი, არაოფიციალურად 21.

Cesko