რედაქციისგან: ფოტო თემატურად არის შერჩეული: მოყვანილ ციტატაში ნათლად ჩანს აწ გარდაცვლილი თამაზ მეჭიაურის კეთილგანწყობა ბიძინა ივანიშვილის მიმართ.
ემზარ კვიციანი სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილთან მიმოწერას ასაჯაროვებს და წერს:
„2 თებერვალს მივწერე ბატონ ბიძინას ეს მესიჯი,არ ვიცი მან ეს წაიკითხა თუ არა, მაგრამ ვაცაპზე ჩანს რომ ვიღაცამ წაიკითხა და ის ვიღაცა თუ უმალავს ასეთ ინფორმაციას, მაშინ არ ვიცი რა ვთქვა, მაგრამ თუ თავად წაიკითხეთ ბატონო ბიძინა, და მეგობარი გასაჭირში მიატოვეთ ყოჩაღ თქვენ და ყოჩაღ თქვენი ქველმოქმედება და ქართველობა!“
მანამდე, რამდენჯერმა ემზარ კვიციანი წერდა ამ თემაზე, იხილეთ ბმულები:
ემზარ კვიციანი თამაზ მეჭიაურზე: „რომ მითხრა, რატიანის კლინიკაში ვარო, გულში ეგრევე ცუდმა გამიელვა…”
კვიციანი მძიმე ბრალდებას უყენებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის თანამშრომლებს