აშშ-ში 14 წლიდან ვცხოვრობდი: სკოლაში ვი­ყა­ვი სა­ში­ნე­ლი ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლი, ზო­გი­ერ­თი მაგ­დებ­და სახ­ლი­დანაც…”

0
920
65 Views

,,კოკა-კოლა ბოთ­ლერს ჯორ­ჯი­ას” სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს წევ­რმა სოფო ჭყო­ნი­ამ ,,პირ­ვე­ლი არ­ხის” გა­და­ცე­მა­ში ,,გორ­გი­ლა­ძის აუ­ტა­ნე­ლი სიმ­სუ­ბუ­ქე” თინეიჯერობის ასაკში შექმნილ პრობლემებზე ისაუბრა:

-მე რთუ­ლი შვი­ლი ვი­ყა­ვი და სას­წა­ულ ცე­ცხლში გა­მო­ვა­ტა­რე ჩემი მშობ­ლე­ბი… თუმ­ცა, ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩა­მოგ­ვი­ყა­ლიბ­და, რჩე­ვებ­საც ვაძ­ლევთ ერ­თმა­ნეთს და ა.შ. მე უფრო ვაძ­ლევ რჩე­ვებს, ვიდ­რე ის – მე…

14 წლის ასაკ­ში, ბნელ 90-ია­ნებ­ში გა­მიშ­ვეს ამე­რი­კა­ში. აღ­მოვ­ჩნდი მარ­ტო, უცხო ქვე­ყა­ნა­ში, სკო­ლა­ში, სა­დაც გა­ვი­ა­რე ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი გაკ­ვე­თი­ლი.ვი­ყა­ვი სა­ში­ნე­ლი ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლი. მი­ზე­ზი იყო ის, რომ ,,ბო­რო­ტე­ბის იმ­პე­რი­ი­დან” ჩა­მო­ვი­და გოგო, ზის ჩვენს კლას­ში და ის უნდა დავ­ჩაგ­როთ – აი, ეს იყო მი­ზე­ზი. მარ­ტო ბავ­შვე­ბი არ მა­ბუ­ლინ­გებ­დნენ, ვცხოვ­რობ­დი ამე­რი­კე­ლე­ბის ოჯახ­ში და ბევ­რი ოჯა­ხი გა­მო­ვიც­ვა­ლე, ზო­გი­ერ­თი მაგ­დებ­და სახ­ლი­დან
Cesko