ნინო იოსელიანი: ,,რაც ქმარს გავშორდი, შეყვარებულიც ვიყავი და გატაცებაც მქონდა”

0
511
36 Views

ნინო იოსელიანი ქართული მოდის სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა. მას აქვს უნარი, წინასწარ განსაზღვროს, ახლო მომავალში რაზე გაჩნდება მოთხოვნა, რა იქნება აქტუალური და ბიზნესს ამ მიმართულებით ავითარებს. ამ საუკუნის დასაწყისში მან თბილისში, შარდენის ქუჩაზე ერთ-ერთმა პირველმა გააკეთა ბარი და მალე ეს ქუჩა დედაქალაქში ღამის ცხოვრების და გართობის ეპიცენტრად იქცა.

ახლა ნინო ნატურალური ქსოვილებისა და ნატურალური საღებავების წარმოებით არის დაკავებული. მსოფლიოში ეკოლოგიური პრობლემების წინ წამოწევამ სწორედ აქეთკენ უბიძგა. მისი ხედვით, ნატურალურ ქსოვილებსა და საღებავებზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება მთელ მსოფლიოში და რამდენიმე წელში მოდის ინდუსტრია ძირითადად ასეთი ქსოვილების გამოყენებაზე უნდა გადავიდეს.

საქმიანი ცხოვრების მიღმა ნინოს ჰყავს ორი ვაჟი – ალექსანდრე და ლუკა. ქმარს, რომელთან ერთადაც ესპანეთში ცხოვრობდა, 9 წლის წინ გაშორდა. თუ როგორი ადამიანი სჭირდება გვერდით ქალისთვის საუკეთესო ასაკში – 40 პლუს – მყოფ ნინო იოსელიანს, ამას ,,სარკეში” მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.

– თქვენი დიდი ოჯახი განსაკუთრებული სიმტკიცით გამოირჩეოდა. მამის (ავთანდილ იოსელიანი – დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე გასული საუკუნეების 90-იან წლებში) გარდაცვალების შემდეგ შეინარჩუნეთ ეს მთლიანობა?

– მამა რაც გამოგვაკლდა, იმის შემდეგაც ვინარჩუნებთ დიდ ოჯახურ ურთიერთობებს. დები კვლავინდებურად ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან. მამა ხშირად მესიზმრება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რაღაც პრობლემა დგას ჩემ წინაშე. ამ დროს სიზმარში პირდაპირ უთქვამს, როგორ უნდა მოვიქცე. ძალიან მიჭირს ასეთი სიზმრების ახსნა, მაგრამ ფაქტია, რომ მამა ხშირად ჩემ გვერდითაა და ბევრ რამეში მეხმარება.

– დიდი დრო გავიდა, რაც ოჯახი დაგენგრათ. რატომ არ გათხოვდით მეორედ? აღარ გსურთ საქორწინო ვალდებულებები?

– 9 წელია, რაც ქმარს ვარ გაშორებული. რა თქმა უნდა, ამ პერიოდში მქონია გატაცება, შეყვარებულიც ვყოფილვარ, მაგრამ, როდესაც ერთხელ დაგენგრევა ოჯახი, მეორედ შექმნა რთულია, ამ დროს ბევრს ფიქრობ. დარწმუნებული ვარ, ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდება ისეთი ადამიანი, რომელიც ამას გადამაწყვეტინებს.

– წლების მატებასთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

– რაც ასაკი გემატება, ვითარდება უფრო მეტი ნებისყოფა.40 წლის შემდეგ ცხოვრება სხვანაირია – უფრო თავდაჯერებული ხარ, ბევრ სიახლეს აღმოაჩენ საკუთარ თავში და ბევრად უფრო გათვითცნობიერებული ცხოვრობ, ვიდრე ადრე.

Cesko