65 წლის პენსიონერს, რომელიც ბავშვებზე, მათ შორის ნათლულზე სექსუალურად ძალადობდა, 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

0
489
26 Views

უმძიმესი ამბის კიდევ უფრო მძიმე გაგრძელება – სკოლის მოსწავლეებზე სექსუალური დანაშაულის ბრალდებით დაკავებული 65 წლის მამაკაცი დღეს სასამართლომ ციხეში ათი წლით გაუშვა.

გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის ერთ-ერთი უბანში, მამაკაცი სექსუალური ხასიათის დანაშაულს ერთდროულად რამდენიმე არასრულწლოვანის მიმართ ჩადიოდა.

თბილისში მომხდარი საზარელი დანაშაულის ყველა დეტალი “პირველებმა” გაარკვია. ირკვევა, რომ 65 წლის პენსიონერი  სამ სკოლის მოსწავლეზე  სისტემატიურად სექსუალურად ძალადობდა. მსხვერპლთა შორის, ერთ-ერთი დაკავებულის ნათლულია.

ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი 10 წლის გოგონა გახდა, რომლის ოჯახი ბრალდებულისგან  ბინას ქირაობდა.

საქმის მასალებით დგინდება, რომ პენსიონერი სკოლის მოსწავლეზე ორი წლის განმვალობაში ძალადობდა.

65 წლის მამაკაცის მიერ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის დაზარალებულის სტატუსი აქვს კიდევ ერთ არასრულწლოვანს.  13 წლის მსხვერპლი პენსიონერის ნათლულია. ირკვევა რომ კაცი ბავშვზე სექსუალურად და ფსიქოლოგიურად სისტემატიურად ძალადობდა.

პენსიონერს ციხეში 10 წლის გატარება მოუწევს, თუმცა ის ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.

Cesko