“ვუთხარით, რომ ხვალ გავწერდით, ძალიან გაუხარდა” – რას ამბობენ პაციენტზე, რომელიც ფანჯრიდან გადახტა

February 15, 02:45
0
604

პირველი საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის თქმით, კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომელიც კლინიკის ფანჯრიდან გადახტა, თავს კარგად გრძნობდა და ბინაზე ხვალ უნდა გაეწერათ.

მისივე თქმით, 59 წლის კაცს ფსიქიკური პრობლემები არ ჰქონია.

“გადავწყვიტეთ, ხვალ გაგვეწერა პაციენტი და მასაც ვუთხარით, რომ ხვალ გავწერდით. ძალიან გაუხარდა და ასე გამოხატა ემოცია: რა კარგია, წავალ სახლშიო. შევიდა სანიტარი, დაალაგა პალატა ახალი პაციენტისთვის, გამოვიდა და ორი წუთის გამოსული იყო და პაციენტი გადახტა ფანჯრიდან. ანამნეზში არავითარი ფსიქიური პრობლემები არ ჰქონია”, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

Cesko