“ივანიშვილის პოლიტიკურ საფლავზე დავადგამ დიდ ქვას, რომ იქიდან პატარა ბიძინები არ ამოძვრნენ” – შალვა ნათელაშვილი საპარალამენტო მანდატის შეწყვეტაზე

0
521
26 Views

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა შალვა ნათელაშვილისთვის, ბადრი ჯაფარიძესა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას მხარი დაუჭირა და მიიჩნია, რომ მათ უფლებამოსილება ვადაზე ადრე უნდა შეუწყდეთ.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, შალვა ნათელაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა რომ გადაწყვეტილებით ბიძინა ივანიშვილის “დიქტატურა იღებს უპრეცედენტო სახეს”.

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის განცხადებით, მსოფლიო პარლამენტარიზმის ისტორიაში პირველად სადეპუტატო უფლებამოსილებას წყვეტს პარლამენტი იმის გამო, რომ წევრს გამოცხადებული აქვს ბოიკოტი გაყალბების და ძალაუფლების მიტაცებასთან დაკავშირებით.

“ასეთი რამ არცერთ ეპოქაში, არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა და რა თქმა უნდა ამ გადაწყვეტილებას ველოდებოდით.” – აცხადებს ნათელაშვილი

მისი განცხადებით, ამის შემდეგ, “ოლიგარქ ივანიშვილის დიქტატურამ უპრეცედენტო სახე მიიღო”

“ნახეთ, როგორ ეშინიათ ერთი დეპუტატის და ამის შემდეგ ვინმე დაიჯერებს, რომ ლეიბორისტულ პარტიას ფრაქციის სახით შეუშვებდა ივანიშვილი? სანამ ეგონათ, რომ იქ არ შევიდოდით და ბოიკოტს გავაგრძელებდით 4 წელი, მანამდე გაცდენები მიდიოდა საპატიოდ. როგორც კი გაიგეს რომ ჩვენ დავიწყეთ გამოკითხვა შესვლა-გამოსვლაზე, გამოგვეხმაურნენ უფლებამოსილების შეწყვეტით, ამჯერად საპროცედურო კომიტეტით და აპირებენ პარლამენტში ამის გატანას.” – განაცხადა ნათელაშვილმა

“ისე იქნება თუ ასე იქნება, ივანიშვილის პოლიტიკურ საფლავზე დავაგდებთ დიდ ქვას, რომ იქიდან პატარა ბიძინებიც არ ამოძვრნენ და საქართველოს მომავალიც არ გაამრუდონ. ამას ვპირდები ოლიგარქს, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ პარლამენტში ჩვენი შესვლის შემთხვევაში, პირველი საკითხი რაც იქნება ქვეყნისა და მსოფლიოს გასაგონად ნათქვამი, ეს იქნება ივანიშვილის დანაშაულების საგამოძიებო კომიტეტის შექმნა.

ეს მან ძალიან კარგად იცის. – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.

სამი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას საპროცედურო კომიტეტმა მხარი დაუჭირა

Cesko