რადას დეპუტატმა -იარაღითაც დაგვეხმარეთოო!

January 30, 17:20
0
747

უკრაინის რადას დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკო ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ მანამ ამოქმედდეს, სანამ კრემლი ქვეყანაში შეჭრის გადაწყვეტილებას მიიღებს.

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გონჩარენკომ “მთავარ არხთან” ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრა ევროპაში შეჭრას ნიშნავს.

“რუსეთი ახლა ცდილობს ძალები ჩვენი ჩრდილოეთ საზღვრებთან მოაბილიზოს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქვეყნის მხარდაჭერა და ვფიქრობთ, სანქციების ამოქმედება რუსეთის, როგორც აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ, უკვე დღეიდან უნდა დაიწყოს. ჩვენ ამ ომში უკვე 8 წელია ვართ და დარწმუნებული ვარ, საქართველოს ისე, როგორც არავის, უნდა ესმოდეს ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის. ერთადერთი, რისიც პუტინს ეშინია ეს ძალაა, ამიტომ დიდი იმედი გვაქვს, რომ დასავლეთი მკაცრ ზომებს მიიღებს და აგრესორს სათანადო ადგილს მიუჩენს.

ყველა ქვეყანა ახლა უკრაინის გვერდით უნდა იდგეს და გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ რუსეთმა ვერ გაბედოს სიტუაციის ესკალაცია და ევროპაში შემოჭრა. ახლა უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრა, ნიშნავს შეჭრას ევროპაში”, – თქვა ალექსეი გონჩარენკომ.

რადას დეპუტატმა ასევე საქართველოს მხრიდან მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, კარგი იქნება, თუ საქართველო უკრაინაში შეიარაღებას გააგზავნის.

“რაც შეეხება საქართველოს, თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საქართველო არის საკვანძო ქვეყანა რეგიონში და გარდა ამისა, უკრაინელებისთვის ქართველი ხალხი განსაკუთრებულად გამორჩეულია.

როცა 2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინამ უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა ქართველ ხალხს. ჩამოსული იყო ჩვენი პრეზიდენტი და იდგა თავისუფლების მოედანზე თბილისში, ახლა რუსეთი უკრაინას უტევს და ძალიან გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა. უმჯობესია, თუ თქვენი მხარდაჭერა გამოიხატება არა მხოლოდ სიტყვებში, არამედ შეიარაღებაშიც”, – თქვა ალექსეი გონჩარენკომ.

Cesko