ჩერგოლეიშვილი:”სანამ ეს მოხდება, ყველაფერი წავა უკან…მნიშვნელობა არ აქვს, გენიოსი მართავს ქვეყანას თუ ხეების გლეჯვით გატაცებული ზოოპარკის პატრონი..”

January 30, 14:52
0
456

“შეზღუდული ძალაუფლების პირობებში ხელისუფლება უფრო ფრთხილი, და წინდახედულია. შედეგად – ნაკლებ შეცდომას უშვებს. მნიშვნელობა არ აქვს, გენიოსი მართავს ქვეყანას თუ ხეების გლეჯვით გატაცებული ზოოპარკის პატრონი,”- წერს სოციალურ ქსელში “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგლიშვილი.მისი თქმით, ერთადერთი, რასაც ბიძინა ივანიშვილის შეკავება შეუძლია, არის ძლიერი სახალხო პროტესტი, მაგრამ ხალხს, რომელიც ღრმა პოლიტიკურ ნიჰილიზმშია გადავარდნილი ცვლილებების ეშინია.

“იმ ბრძენ კაცს ახლა აქვს სრული კარტბლანში, ქვეყანას და ინსტიტუტებს მოეპყრას ისე, როგორს გიგანტურ ხეებს, მოგლიჯოს და თავის ბაღჩაში გადარგას. ამ მომენტში ხელს ვერავინ შეუშლის – ვერც დაქსაქსული ოპოზიცია და ვერც ნიჰილისტურად განწყობილია მოქალაქეები.ამიტომ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ამ შესაძლებლობათა ფანჯრით სარგებლობს.მაგრამ, ეს მისთვის პიროსის გამარჯვება აღმოჩნდება.
ერთი იმიტომ, რომ შეზღუდული ძალაუფლების პირობებში ხელისუფლება უფრო ფრთხილი, და წინდახედულია. შედეგად – ნაკლებ შეცდომას უშვებს. მნიშვნელობა არ აქვს, გენიოსი მართავს ქვეყანას თუ ხეების გლეჯვით გატაცებული ზოოპარკის პატრონი.თუ შემაკავებელი მექანიზმი არ არსებობს – ფატალური შეცდომები გარდაუვალია და ამას აუცილებლად მოჰყვება უკურეაქცია. სწორედ ეს უკურეაქცია, ზამბარის ეფექტი იყო 2012 წლის არჩევნების შედეგი.
ერთადერთი, რასაც ბიძინა ივანიშვილის შეკავება შეუძლია, არის ძლიერი სახალხო პროტესტი – მაგრამ აქაც პრობლემა გვაქვს. ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისშია და ხალხი ღრმა პოლიტიკურ ნიჰილიზმშია გადავარდნილი. ცვლილებების ეშინიათ, იმიტომ რომ არსებული პოლიტიკური ლანდშაფტის პირობებში,  პოლიტიკური გარღვევის პოტენცია, ამ ეტაპზე, მხოლოდ ახალ ძალას აქვს. რამდენად შეძლებს რეალიზებას – სამოქალაქო საზოგადოების და, პირველ რიგში – ურბანული ცენტრების აყოლიებას, მომავალი გვიჩვენებს.
სანამ ეს მოხდება, ყველაფერი წავა უკან,” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

Cesko