ფრთხილად მეგობრებო! “სუფთა სახლი”_ სამარცხვინო კომპანია” – რას წერს ელენე ქორიძე

January 30, 14:56
0
725

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ელენე ქორიძე ფეისბუქჯგუფში “სასოწარკვეთილი მომხმარებელი” საკუთარ ისტორიას წერს, რაც “სუფთა სახლში” გადახდა. ელენე ქორიძის ინფორმაციით, მას ქურდობა დააბრალეს, მოგვიანებით კი მისი უდანაშაულობა გაირკვა, თუმცა ის მორალური ზიანი, მას რაც მიადგა, აუნაზღაურებელია.

“გუშინ საოცარი რამ გადამხდა.
მარჯანიშვილის 31 ნომერში არსებული “სუფთა სახლის” ფილიალიდან დამიკავშირდა მენეჯერი და მითხრა, რომ კამერებში ჩანს, თუ 29 დეკემბერს როგორ მოვიპარე ხელის კრემი და ჩავიდე ჩანთაში და უნდა გამოვცხადდე მაღაზიაში. რა თქმა უნდა, 5 წუთში იქ გავჩნდი. მოვითხოვე ჩანაწერის ნახვა, სადაც ნათლად ჩანს, რომ არანაირ ქურდობასთან არ გვაქვს საქმე. თუმცა მენეჯერის დარწმუნება ვერ მოვახერხე, რის შემდეგაც დაცვის პოლიცია ჩაერთო, ნახეს რა ჩანაწერი და დარწმუნდნენ ჩემს უდანაშაულობაში, გამომიშვეს ბოდიშების მოხდით. მალევე დავუკავშირდი კომპანიას და მოვთხოვე რეაგირება, საიდანაც 15 წუთში დამირეკეს ბოდიშების მოხდით და მითხრეს, რომ მენეჯერს გადაიყვანდნენ სხვა ფილიალში, არათუ გააგდებდნენ, არამედ გადაიყვანდნენ, რაც ჩემთვის ასევე შეურაცხმყოფელია. იმ მორალურ ზიანს, რაც მე გუშინ მომადგა, ვერავინ და ვერაფერი ამინაზღაურებს. ასეთ უნამუსო კომპანიასთან გვაქვს საქმე მეგობრებო .ის კი ვიცი, რომ ჩემი ოჯახის სახით ერთგული მომხმარებელი დაკარგეს. თქვენც ფრთხილად იყავით მეგობრებო. სუფთა სახლი_ სამარცხვინო კომპანია”, – წერს ელენე ქორიძე.

Cesko