“ღირს კი? იმ არქაულ გადმონაშთს ქორწინება რომ ჰქვია, სიყვარული ანგრევინო?”-კუკუნაშვილი

January 30, 13:32
0
896

„ნიუ ლაიფის” ხელმძღვანელი, მარიამ კუკუნაშვილი ქორწინების ინსტიტუტთან დაკავშირეით, საკუთარ მოსაზრებას სოციალურ ქსელში ასაჯაროებს.

“რუსთავი ორმა დამირეკა 3 თებერვალს მახინჯი სტერეოტიპების თემაზე გვაქვს გადაცემა და იქნებ გვესტუმროთო. სანამ ვესტუმრები, ჯერ ის უნდა გავარკვიო, რომ ჩემს პირადზე არ მომიწევს საუბარი, რადგან ჩემი პირადი სხვისი პირადიც არის და პირადი და მითუმეტეს სხვისი პირადი კონფიდენციალურია.… თუ ვესტუმრე, სტერეოტიპებზე საუბარი მინდა აქედან დავიწყო:

ქორწინება არის ღრმად ფესვგადგმული სოციალური ინსტიტუტი და ისეთ მნიშვნელოვან ეტაპად ითვლება ცხოვრებაში, რომ ჩვენ სულ ახლახან დავიწყეთ მისი გარდაუვალობის ეჭვქვეშ დაყენება. მაგრამ ქორწინებაზე უარის თქმა მაინც, უცნაურად ჟღერს. სტიგმატიზირებული არჩევანია, რომელიც იწვევს კითხვებს, განსჯას და სირცხვილის გრძნობასაც კი.

მსოფლიოში ქორწინება დაიწყო, როგორც ხალხის ცხოვრების ეკონომიკური და პოლიტიკური ორგანიზების საშუალება; ქორწინების ისტორიის წიგნის ავტორი სტეფანი ჰანტი წერს, რომ ქორწინება იყო ქონების, პროფესიული სტატუსის, პირადი კონტაქტების, ფულის, ხელსაწყოების, პირუტყვის და ქალების გადაცემის მთავარი საშუალება თაობებში და ნათესავებში. მაღალი ქონებრივი კლასებისთვის ქორწინება იყო სიმდიდრის კონსოლიდაციის, ქონების განაწილების, პოლიტიკურ ძალაუფლებაზე და სამშვიდობო ხელშეკრულებებზე შეთანხმების მთავარი გზა. ამის გარდა, ქორწინების მნიშვნელობა განისაზღვრებოდა ქალის რეპროდუქციული უნარით და განქორწინების ალბათობაც იზრდებოდა, თუ წყვილს შვილი არ უჩნდებოდა.

აქედან გამომდინარე, სიყვარული იშვიათად იყო მიზეზი იმისა , რის გამოც ადამიანები ქორწინდებოდნენ. ყოველივე ეს კი, აძლიერებდა გენდერულ დისკრიმინაციას და განსაზღვრავდა შრომის მკაცრ დანაწილებას სახლში. ქალები ზრუნავდნენ ბავშვების მოვლასა და საოჯახო საქმეებზე, კაცები კი სახლის პურ-კარაქს შოულობდნენ. მსოფლიოს ნაკლებგანვითარებულ ქვეყნებში დღევანდელი რეალობა არც თუ ისე განსხვავებულია: ქალები მშობლების სახლებიდან ქმრების სახლში გადადიან; მამის გვარიდან კი ქმრის გვარზე.არაპროპორციულად ართმევენ თავს არა ანაზღაურებად საშინაო საქმეთა ტვირთს, რის გამოც ხშირად უწევთ, უარი თქვან საგანმანათლებლო კვალიფიკაციაზე და პროფესიულ ამბიციებზე. ქორწინების როლი გენდერული როლების უთანასწორობის გამყარებაში საზარელია, რადგან სწორედ ქორწინებაა ის სივრცე, სადაც ქალებს ექცევიან როგორც საკუთრებას.

ქორწინების მიზანი დღევანდელობაში მართალია სიყვარულია და არა ტრანზაქცია, მაგრამ ქორწინებაში მყოფ ქალებს მაინც უჭირთ გადაწყვეტილებების მიღება
მამრობითი პარტნიორის ან ოჯახის სხვა წევრების თანხმობის გარეშე, კაცებს რაღაცეები ეპატიებათ, ქალებს არა, კაცებისთვის რაღაცეები დასაშვებია, ქალებისთვის

არა! ქორწინება პატრიარქალური გადმონაშთია და სამწუხაროდ მან ვერასოდეს შეძლო მაღლა დგომა, სიყვარულამდე. არც ქორწინებაში გამყარებული გენდერული როლები არ პროგრესირებულა და ვერც იურიდიული რეფორმები ვერ დაეწია დროს ქალების ღირსების დასაცავად.
ქორწინება ვითარდება ისეთ დაწესებულებად, რომელიც აქამდე არასდროს გვქონია. მაგრამ ჩვენ ჯერ არ ვაღიარებთ, რომ მისი საფუძველი ჯერ კიდევ პატრიარქატია, მჩაგვრელი იდეალი, რომელსაც მისი მონაწილეების მიერ ვერანაირი ფემინისტური კორექტირება ვერ გამოასწორებს. განვითარებულ ქვეყნებშიც კი, მუდმივი ფსიქიკურ ემოციურ შრომა მაინც ქალებს უწევთ.

ქალები არიან ის პარტნიორები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ოჯახის ემოციურ სიახლოვეზე, მათი სექსუალური სურვილების ქმრების სურვილებთან ადაპტაციაზე. ურთიერთობის მონიტორინგზე და კონფლიქტის დაქვემდებარებული პოზიციიდან მოგვარებაზე, რათა მაქსიმალურად საფრთხის ქვეშ არ დააყენონ ქმრიანის სტატუსი. უამრავი კვლევა ადასტურებს განსხვავებას ქორწინებაში ქალის და კაცის თანასწორობის იდეოლოგიასა და რეალურ თანასწორობის პრაქტიკას შორის.

სიყვარულმა სამწუხაროდ ავტომატურად არ გახადა წყვილების ქორწინება თანასწორი, რადგან მათ პრობლემები შეექმნათ გენდერული კონდიცირების თავიდან ასაცილებლად, რომლითაც ისინი გაიზარდნენ.

ქორწინების ინსტიტუტი გადის „მსოფლიო-ისტორიულ ტრანსფორმაციას“; სიყვარულისა და არჩევანის შემოღებით.უფრო მეტი ქალი ხვდება ყოველდღიურად, რომ მათ აქვთ არჩევანი,იყვნენ თავისუფლები და სიყვარულიც, ურთიერთობებიც და ქორწინებაც დეტრადიციონალიზაციას განიცდის.
მაგრამ ეს ხელახალი დანიშნულება მაინც ხდება ინსტიტუტის შეცდომების გამოსწორების ლინზებით, რომელიც დაიწყო იმის გააზრებით, რომ ქალები საკუთრებები არ ვართ. ქორწინების მიზანი და ქორწინების მიზეზები შეიძლება განვითარდეს, მაგრამ გენდერული როლები და გენდერული თანასწორობა ჯერ არ განვითარებულა. კვლევებმა აჩვენა, რომ შესაძლებელია ქორწინებაში არსებობდე როგორც თანასწორობის დამცველი, მაგრამ, ქორწინების კონცეფციას თავისთავად მოაქვს ბევრი ბარგი, რომელიც საჭიროებს უარყოფას, გადალახვას, დამარცხებას. ღირს კი? ღირს იმ არქაულ გადმონაშთს ქორწინება რომ ქვია, სიყვარული ანგრევინო? იმ ვითარებაში როცა განქორწინების მსოფლიო სტატისტიკამ 50% გადააჭარბა და როცა ოჯახების 90% დისფუნქციურია.
მე ვარ სიყვარულის,თანაცხოვრების თუ ხანგრძლივი მონოგამიური ურთიერთობის მომხრე, რადგან რაც მეტად ფსიქოლოგიურად ჯანსაღია ადამიანი, მით უფრო მონოგამიურია. პოლიგამია და სექს ადიქციები ტრავმაში მყოფი ადამიანების სპორტია. მაგრამ იმ მახინჯი ინსტიტუციის მომხრე რასაც ქორწინება ქვია, არ ვარ და არც არასოდეს ვიქნები.

ძვირფასო ქალბატონებო, ჩვენ გვაქვს არჩევანი იმისა, რომ ვიყოთ უფრო მეტად თავისუფლები და საამისოდ არ გვჭირდება არც სოციუმის, არც კულტურულ ისტორიული გადმონაშთების, არც ოჯახისწევრების და არც მამაკაცების ნებართვა.ქორწინება იშვიათად ემსახურება ქალების ბედნიერებას, ის უფრო მამაკაცების კომფორტისთვისაა…”, – წერს კუკუნაშვილი.

Cesko