(ფოტო) დაწყევლილი ნივთების საიდუმლო – საშიშია თუ არა მეორადი ნივთების შეძენა

January 29, 06:53
0
679

გასაყიდად გამოტანილი სხვისი ნივთის ყიდვისას, გიფიქრიათ, ვის ეკუთვნოდა და როგორია მისი ისტორია? იქნებ მასში სული ბინადრობს?

გამოცემა „დეილიმეილი“ გვთავაზობს ხუთ ნივთს, რომლებმაც უბედურება და სიკვდილი მოუტანეს მათ მფლობელებს.

ბასბის სიკვდილის სკამი

ეს ცნობილი სავარძელი ეკუთვნოდა მკვლელ თომას ბასბის. სანამ ჩადენილი დანაშაულებისთვის ჩამოახრჩობდნენ, მან უკანასკნელი სურვილის ასრულება მოითხოვა. მან მოითხოვა ევახშმა ადგილობრივ ბარში. როდესაც ჭამა დაასრულა, მკვლელი წამოდგა და გამოაცხადა: „ვინც ამ სკამზე დაჯდომას გაბედავს, მას მოულოდნელი სიკვდილი ეწვევა!“

63-მა ადამიანმა სცადა ბედი და ყველა გარდაიცვალა. უმეტესობა – სკამიდან ადგომიდან რამდენიმე წუთში. როდესაც დაღუპულთა რიცხვი უბრალოდ დამთხვევისთვის ძალიან ბევრი გახდა, პაბის მფლობელმა სავარძელი დიდ ბრიტანეთში, ტირიანის მუზეუმს გადასცა, სადაც სავარძელი კედელზე 1,5 მეტრ სიმაღლეზეა ჩამოკიდებული ისე, რომ არც ერთ ვიზიტორს არ მოუვიდეს თავში მასზე დაჯდომა.

თოჯინა რობერტი

რობერტი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თოჯინაა შეერთებულ შტატებში. ისტორია დაიწყო ერთი მხატვრისგან, კეი უესტიდან, რობერტ იუჯინიდან (ან უბრალოდ, ჯინი). თუ გახსოვთ Chucky თოჯინა „ბავშვური თამაშებიდან“, მისი გარეგნობის ინსპირაცია იყო რობერტი.

ჯინიმ თოჯინა საჩუქრად მოახლისგან მიიღო, როდესაც ის ოთხი წლის იყო. მოახლე წარმოშობით ბაჰამის კუნძულებიდან იყო. თოჯინა მართლაც არაჩვეულებრივი იყო: მეზღვაურის კოსტიუმში გამოწყობილ მარიონეტულ ბიჭს ხელში სათამაშო ლომი უჭირავს. ამბობენ, რომ მოახლემ დაწყევლა სათამაშო, რადგან რობერტის მშობლები მას არასწორად მოექცნენ.

მას შემდეგ სახლში მშვიდობა აღარავის ჰქონია: მოსამსახურეებს ესმოდათ პატარა ფეხების ბაკუნის ხმა, ხოლო პატარა ჯინი, რომელიც შუაღამისას იღვიძებდა, ხმამაღლა ბღაოდა კოშმარებისგან. თუმცა, თოჯინა მისთვის გაცოცხლდა არა მხოლოდ სიზმარში. ბიჭის ოთახში სულ რაღაც ვარდებოდა და როგორც კი მშობლები მიირბენდნენ, ჯინი ყვიროდა: „რობერტი, რობერტმა გააკეთა ეს!“ თოჯინა სხვენში აიტანეს და ამის შემდეგ ყველა ხედავდა, როგორ ჩნდებოდა ფანჯრებში პატარა ჩრდილი.

ახლა რობერტის ნახვა შესაძლებელია ფორტ – ისტის მუზეუმში, კეი ვესტში. ამასთან, ამბობენ, რომ მისთვის ფოტოს გადაღება მხოლოდ სათამაშოს ნებართვით არის შესაძლებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფოტოგრაფი შესაძლოა დაისაჯოს.

თოჯინა ანაბელი

ადამიანებს უყვართ თოჯინები და მათი ეშინიათ კიდეც, რადგან თოჯინები დამახინჯებულ სახეებს ჰგავს. ისტორია დაიწყო 1970 წელს, როდესაც ქალმა იყიდა თოჯინა საჩუქრად, ქალიშვილისთვის, რომელიც კოლეჯის მოსწავლე იყო. გოგონას სათამაშო ძალიან მოეწონა და კოლეჯში წაიღო.  ძალიან მალე, მან და მისმა მეზობელმა, რომელთან რთადაც საერთო საცხოვრების ოთახს ინაწილებდა, იგრძნეს, რომ ოთახში რაღაც ხდებოდა. როგორც ჩანს, თოჯინა თავისთავად მოძრაობდა – ის ხშირად იპოვნეს სხვა ადგილას და არ იქ, სადაც დატოვეს. ქაღალდზე აღმოაჩინეს უცნაური სკრიპტები, რომლებიც ნამდვილად არ ეკუთვნოდა არც ერთ გოგონას.

შეშინებული გოგონები დაუკავშირდნენ მედიუმს, რომელმაც დაადასტურა მათი შიში: მისი თქმით, თოჯინში პატარა გოგონას, ანაბელის სული იყო ჩასახლებული. მედიუმის თქმით, თოჯინას გოგონები მოსწონდა და მათთან დარჩენა სურდა. ნებართვის მიღების შემდეგ თოჯინა ვეღარ გააჩერეს. ის თავს დაესხა მათ ერთ-ერთ მეგობარს და ისე დაკაწრა, რომ კვალი დაეტყო.

შეშინებულმა გოგონებმა პარანორმალური მოვლენების მკვლევარებს, მეუღლეებს, ედ და ლორენ უორენებს მიმართეს. მათ გოგონებს „სიმართლე“ გაუმხილეს: ანაბელი არ არსებობს, ეს მხოლოდ დემონია, რომელიც გოგონებს ატყუებდა, რომ ხალხში უფრო მეტხანს დარჩენილიყო. გოგონები შეთანხმდნენ, რომ დაწყევლილი თოჯინა თავიდან მოეშორებინათ და ახლა ის კონექტიკუტის ოკულტურ მუზეუმშია. თოჯინა ზის შუშის მიღმა, რომელზეც აწერია: „ფრთხილად, არ გახსნა!“

სარკე მირტის პლანტაციაში

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, არამარტო სარკეშია სული ჩასახლებული, არამედ  მთელი პლანტაცია მოჩვენებებით არის დასახლებული. Myrtle Plantation–მა სახელი გოგონას – ქლოის დამსახურებით გაითქვა. ის შავკანიანი მონა იყო და ერთ დღეს პლანტაციის მფლობელმა, სახელად ვუდროფმა, მიყურადების დროს დააფიქსირა. იგი მკაცრი და სასტიკი ხასიათის ადამიანი იყო, ამიტომ დანარჩენი მონებისთვის გაფრთხილების ნიშნად, მან ქლოესთვის ყურის მოჭრა ბრძანა.

მონამ არ აპატია ასეთი მოპყრობა, მოწამლა სადღესასწაულო ნამცხვარი – მას ოლეანდრის ყვავილები დაუმატა. ტორტი სარა ბრედფორდ ვუდრუფმა და მისმა ქალიშვილებმა შეჭამეს. ისინი გარდაიცვალნენ, მაგრამ მათი სული „დაიჭირა“ სარკემ. ზოგჯერ გლუვ ზედაპირზე ჩნდება ბავშვების ხელების უცნაური ანაბეჭდები.

მათი მოჩვენებები, ქლოეს მოჩვენებასთან ერთად, რომელიც პირსახოცით იფარავს მოჭრილ ყურს, პლანტაციაში განთავსებულ სახლებში ჩნდებიან. სხვათა შორის, თუ მთელი ცხოვრება ოცნებობდით მოჩვენებებით სავსე სახლში ღამის გათევაზე, მაშინ ეს თქვენი შანსია – მირტლის პლანტაცია სიამოვნებით იღებს ტურისტებს.

Cesko