(ვიდეო) – ესპანელების გატაცება, სანაიას მკვლელობა, გრიგოლ ხურცილავა, რუსეთი და $ 5 მილიონი – რა კავშირია მათ შორის კოტე ციხისთავის თქმით?

January 29, 06:37
0
659

ტვ “ფორმულასთან”, ჟურნალისტ ვახო სანაიასთან გიორგი სანაიას მკვლელობაზე და არამარტო საუბრობს ყოფილი პატიმარი, რომელმაც ცოტა ხნის წინ დატოვა ციხე – კოტე ციხისთავი.

იგი გიორგი სანაიას მკვლელობის დაგეგმვაში და შესრულებაში ხელს ადებს შოთა ჭიჭიაშვილს და ამბობს, რომ პირადად მოისმინა, როგორ მისცეს ჭიჭიაშვილს გიორგი სანაიას მოშორების ბრძანება თამაზ თამაზაშვილმა და კახა ბაკურიძემ.

კოტე ციხისთავი ჰყვება, რომ იგი დაკავშირებული იყო ჭიჭიაშვილთან და როგორც მოგვიანებით მიხვდა, მოტივი ჭიჭიაშვილის და მასთან დაკავშირებული პირების მოქმედებების მოტივი იყო პანკისში სიტუაციის არევა და რუსის ჯარის შემოყვანა იყო, “სულ ზემოდან მოდიოდა ყველაფერი, გატაცებებიც…”

იგი ამტკიცებს იმასაც, რომ იცნობს გრიგოლ ხურცილავას, “გრიცკოს”, რომელიც გიორგი სანაიას მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.

კოტე ციხისთავი:

“მე მას ვიცნობდი. გრიცკო დაიჭირეს, შემოიყვანეს ციხეზე და ისე გააკეთეს, რომ ერთად მოგვახვედრეს რაღაც მომენტში, რომ გადაემოწმებიათ, ვიცნობდით ერთმანეთს, თუ არა. მან ვერ მიცნო, მე როცა ვნახე, მანქანაში ვიჯექი, ღამით მივაკითხეთ დიღომში, ჭიჭიაშვილთან ერთად. ტელეფონით ისედაც სულ ჰქონდა გრიცკოსთან საუბარი ჭიჭიაშვილს და ვიცოდი, ვინ იყო. ხშირად საუბრობდნენ. საკუთრების დაცვის პოლიციაში მუშაობდა გრიგოლ ხურციძე და საკუთრების დაცვის პოლიცია იცავდა იმ ხალხს, ვისაც ვიტაცებდით… ინფორმატორი იყო, მორიგე პულტთან იჯდა ესპანელი ბიზნესმენების მოტაცების დროსაც. ისე როგორ მოვიტაცებდით, საიდან უნდა გვცოდნოდა მათი გადაადგილება. დაცვა რომ ჰყავდა და იმ დაცვას რომ “დრაბავიკი” ჰქონდა, ისიც ვიცოდით. დიდი ხანი აძლევდა ინფორმაციას. კარგად იცნობდნენ ხურცილავა და ჭიჭუიაშვილი ერთმანეთს.”

ციხისთავის თქმით, მათ ეხმარებოდა ასევე კობა ოთანაძე, ყოფილი მაღალჩინოსანი, სამხედრო, რომელიც მუხრავიონის ამბოხების სათავეში ორჯერ იყო, ერთხელ შევარდნაძის პერიოდში და მეორედ – სააკაშვილის მმართელობის დროს.

კოტე ციხისთავი:

“ქალაქში გადააგდილება ძებნილი ადამიანისთვის ძნელია, მისი დახმარებით მშვენივრად გადავაადგილებდით. რაც შეეხება შსს-ს გინდაც თამაზაშვილს, იმდენი “ლაზეიკა” ქონდათ ფულის “საკრიშავად”, ეგ წილები არ სჭირდებათ. ოთანაძეც და გრიცკოც წინასწარ ვალებში ჩააგდეს, რომ “სპასობნი” გაეხადათ.

ვერ გეტყვით, აღიარებს თუ არა ამას გრიცკო, ადამიანები იცვლებიან, საფიქრალად ბევრი დრო ჰქონდა, სერიოზულ ანალიზს გააკეთებდა, მაგრამ დღეს ადამიანები ისე ჰყავთ ქვეყანაში, ვერ გეტყვით.

უკვე ციხეში ვიყავი გიორგი სანაიას მკვლელობა რომ მოხდა.. ჭიჭიაშვილმა დამირეკა რამდენჯერმე ციხეში. დაკავებამდე გვქონდა საუბარი, ჭიჭიაშვილი ამბობდა, ზუსტ გადაადგილებას გამიგებენ გიორგი სანაიას და ეგ საქმე უნდა გავაკეთოთო. რომ გააკეთეს, ციხეში ვიყავი, დამირეკა და ხომ მაინც გავაკეთეო, მითხრა. გადაადგილების მარშრუტებს ზოგადად ოთანაძე ამზადებდა, მაგრამ გიორგი სანაის საქმეზე ვინ მოუმზადა, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ უმზადებდნენ. ყველა ადამიანს თავისი მიმაგრებული ადამიანი მართავდა.

მანამდე, ესპანელებმი რომ გვყავდა მოტაცებული, ესპანელებმა 5 მილიონი დადეს ბანკში, ვინც დაგვეხმარება ამ საქმის გახსნაში 5 მილიონს მიიღებსო. პანკისში ჩამოფრინდნენ მოსკოვიდან ავტორიტეტები ჩემთან შესახვედრად. ჭიჭიაშვილიც დავისწარი. მითხრეს, რომ გამაგებინებდნენ, როგორ და რანაირად გადაწყდებოდა 5 მილიონის და ესპანელების გაშვების საკითხი. ეს ყველაფერი ემსახურებოდა კონფლიქტის პროვოცირებას, პანკისში უნდა არეულიყო სიტუაცია, რომ შემოეყვანა რუსეთს ჯარი. ჩარჩო-ხელშეკრულება მზადდებოდა, რომ ანტიტერორისტული ბაზა გაკეთებულიყო, ოღონდ რუსეთთან. პარალელი რომ გავაკეთოთ, ყაზახისტანში რომ მოხდა რუსეთის ჯარი შეყვანა, მსგავსი სცენარი იყო, მოხდებოდა მიტინგები, იქნებოდა მნტკივნეული თემა, დაიწყებოდა დარბევა, დარეკავდა რუსეთის მაღალჩინოსანი, გაგვაჩნია ინფორმაცია, რომ მომიტინგეების ხელში შეიძლება გაჩნდეს იარაღი. ამით აგრძნობინებდა, რომ იარაღსაც თავად ჩაუდებდა… ამ ყველაფერში პირადად ვმონაწილეობდი, მაგრამ არ მქონდა ბოლომდე გაცნობიერებული, თუმცა, უკვე ვხვდებოდი.

ჭიჭიაშვილი, მას მერე რაც ციხიდან ინტერვიუ მივედი, ერთ წელიწადში მოკლედ. გიორგის მკვლელობის შემდეგ 6 თვე მქონდა კონტაქტი ჭიჭიაშვილთან და მერე აღარ. მას პატრონობდნენ მერეც, გათავისუფლების მერეც (გაათვისუფლეს 2013 წელს) – თამაზაშვილი და გოდერძი გოდერძიშვილი, აბა, როგორ წავიდოდა საზღვარგარეთ? აბა, მე როგორ ვერ მივდივარ?

ჭიჭიაშვილი რომ გათავისუფლდა, მაშინვე დავეჭვდი, რომ ისევ ავტორიტეტს ქმნის თავისი თავიდან და იგივეს გაგრძლებას აპირებს. იძახდა ჩემზე, ციხიდან გამოაქციესო და ვფიქრობდი, როგორ, მინისტრმა გამომაქცია, რომ ოპერაციები ჩამეშალა? რომ დავფიქრდი მერე, გამახსენდა,, რომ სანამ გავიქცეოდი, მოსკოვიდან დარეკეს, გამაცნეს ჩერეზ ტელეფონით შიოლაშვილი, ვიტალი შიოლაშვილი ვარ, პატრიარქის ნათესავიო. კიდევ ერთი ადამიანი გაგვეცნო, მზად არის ყველაფერი 5 მეტრიღა დარჩა და წავიდეთ, ძმაოო, გამომაქციეს ახლა ძალიან ისე ჩანს, მაგრამ 22 წლის ბიჭს 15 წელი რომ გააქვს მისჯილი და გეუბნებიან, წამოდი, გავიქცეთ, თქვენც რომ იყოთ, უარს არ ეტყვით. ეგ არავინ თქვას, არაო. მით უმეტეს იმ პერიოდში. ვემზადებით გასაქცევად, ამინდის დამთხვევაღა გვინდა. გაქცევის დღეებს ვგეგმავთ, სხვა ზონებშიც ვრეკავთ, 50 ლარი ღირდა სხვა ზონიდან პატიმრის გადმოყვანა, რომ ისიც წამოვიყვანოთ და გავიქცეთ ერთად. ამ ამბავში ვართ და ვინც გაქცევა შემომთავაზა, დაარტყა “ატკაზი” აღარ მოვდივარო. ციხეში ეგეთი რამეა ნათქვამი, რომ შემთხვევით არაფერი ხდება. მინდოდა გადამემოწმებია, მაგრამ იმდენად გვეჩქარებოდა რომ… ვკითხე რატომ არ მოდიოდა და მე გავდივარო. როგორ გადიხარ, პატარა “სროკი” თუ გქონდა, რა ძალა გქონდა-თქო. თურმე უდოც შეეხო, გაიყვანეს. მეორე, ვინც უარი თქვა გამოქცევაზე, ისიც მალე გავიდა ციხიდან. გვარად ეს ადამიანი იყო ჩანქსელიანი, მისი ძმა რუსთავის სამმართველოს უფროსის მოადგილე ახლა პარლამენტშია.

გიორგი სანაის მკვლელობის შემსრულებელი, ჭიჭიაშვილის გარდა ვერავინ იქნებოდა, პირადად მან გააკეთა. ძალიან გარისკა ციხეში რომ დამირეკა და მითხრა, გავაკეთე გიორგი სანაიას საქმეო, ესე იგი რაღაცაში ჭირდებოდა და გეტყვით რაში სჭირდებოდა. მოსკოვიდან იმ პერიოდში ფულის აღებასთან დაკავშირებით, უკვე გაჭრილინ იყო… ეტყოდნენ, დავუკავშირდებით კრიმინალურ ავტორიტეტებს, რომლებიც მოგეხმარებიან 2 ესპანელის პოვნაში, კრიმინალურ ავტორიტეტებს 100 მილიონს დოლარს გადაუხდით. “ქურდულში” არსებეობს ეგეთი რაღაცა, რომ პოლიტიკასთანაც რაღაცა კავშირში ხარ, სხვანაირად ფულის ასღებად “კარიდორს” ვერ გააკეთებ და მერე გოიმების თვალის ასახვევად იძახი, რომ ციხე შენი და ისიც შენია და ესეც შენია. ჭიჭიაშვილს ავუხსენი, რომ ამ ფულს არ გამოატერებენ, სანამ ესენი არ მოშორდებიან, საუბარი იყო სააკაშვილზე… თავიდან წინააღმდეგი იყო, მაგრამ, მერე ამაზე წამოვიდა. დავალებას იღებდა რუსეთისგან. მე მგონი ჭიჭიაშვილს უფრო ემსახურებოდნენ თამაზაშვილი და ბაკურაძე, ვიდრე პირიქით. ტელეფონით რომ დამირეკა, გინდაც ჩემკენ წამოვიდეს “სტრელკები”, სხვანაირად არ გამოვა, უნდა გაიხსნას ეს, გიორგი სანაიას საქმე, სხვანაირად ფული არ წამოვაო. გადაწყვიტეს, რომ ჭიჭიაშვილი უფრო საჭიროა, ვიდრე გრიცკო, ჭიჭიაშვილი უნდა იყოს გარეთ. გრიცკოს გაურიგდნენ და აიღებს თავის თავზეო. ვალებსაც დაუფარავდა ჭიჭიაშვილი, რასაკვირველია.”

კოტე ციხისთავი ამბობს, რომ მზადაა მივიდეს პროკურატურაში, “თუ არსებობს პროკურატურა” და იქაც დაადასტუროს ნათქვამი, “ციხიდან რომ გავაკეთე განცხადება, ეს ახალ გარემოებად ჩაითვალა, რომ გადაამოწმეს, ესპანელების გატაცების დროს რომ მართლა მორიგე იყო გრიცკო, უკვე შესაძლებელი იყო ქონოდა… და კავშირშია პანკისთან.”

Cesko