ქიმიოთერაპიის უმძიმესს კურსს მოსკოვში გავდივარ…სიკვდილთან, ასე ახლოს არასდროს ვყოფილვარ – ლევან ვასაძე

January 28, 23:45
0
674

პოლიტიკოსი ლევან ვასაძე თავისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე ალაპარაკდა, როგორც ის ამბობს ქიმიოთერაპიის კურსს მოსკოვში გადის და უკვე 6 თვეა საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებს. ასევე ამბობს რომ სიკვდილთან ასე ახლოს არასოდეს ყოფილა.

 ქიმიოთერაპიის უმძიმესს კურსს მოსკოვში გავდივარ. ყველას დაუკითხავად, გადავწყვიტე თბილისში ჩამოვსულიყავი. ჩემთვის გარეთ გასვლა არ შეიძლება. იმუნიტეტი არ მაქვს. ბინაში ვარ გამოკეტილი. ექიმებს ვუთხარი, რომ უარს ვერ მივიღებ. გავიკეთე იმუნიტეტის ასამაღლებელი ნემსები, დაჩქარებული კოვიდის მეორე აცრა. ავილესე წამოსასვლელად. მერე გამახსენდა, რომ არასწორად ვიქცევი.

ვესაუბრე მამაოს. მან მითხრა, რომ ექიმებს გავსაუბრებოდი. რას მეტყოდნენ ისინი… არ გიშვებთო? რა ვქნათ წადიო, რაც იქნება, იყოსო. ამ პროცესში ვიყავი, რომ დედაჩემმა ამის შესახებ გაიგო. დამირეკა. მშვიდი საუბარი გვქონდა. ლითონის ხმით მესაუბრა. ჩემი ნება მშობლის ნებას შეეჯახა… მე დავემორჩილე დედას, დავრჩი მოსკოვში და მამაჩემის გასვენებაში ვერ ვიყავი. ამ მძიმე, სამწუხარო ამბავს იმიტომ გიყვებით, რომ ნახოთ, მერე რა მოხდა. მთელი ამ ექვსი თვის განმავლობაში ასე ცუდად, არასდროს არ ვყოფილვარ, ასე ახლოს სიკვდილთან. ვერ ვსუნთქავდი, ვერ დავდიოდი, ვხოხავდი ტკივილისგან. კედლებზე გავდიოდი. შეიძლება, ეს არა მარტო მამის გარდაცვალების ბრალი იყო, არამედ ნემსებისაც. სიკვდილს ვნატრობდი. ისე მძიმედ ვიყავი. არც დღიურის წერა… რომ არა მშობლის დაჯერება, მე შეიძლება, თქვენთან ვერ მესაუბრა. ის, რასაც თქვენ გეუბნებიან, რომ მშობლებს უნდა დაუჯეროთ, ამაში უდიდესი სიბრძნეა.

მე შეიძლება თქვენი ხორციელი მამა არ ვარ, მაგრამ, მე თქვენი მამების თაობა ვარ. ისევე, როგორც ჩემი მეგობრები, ვინც ეროვნულ ტრადიციებს ვემსახურებით, “- ამბობს ლევან ვასაძე.

Cesko