3 შვილი, სკანდალები, ძვირადღირებული კოსმეტიკის კომპანია და წვეულებები: ვინ არის და რატომ მოხვდა dailymail-ის ყურადღების ცენტრში დავით კეზერაშვილის ცოლი?

0
1526
43 Views

ბოლო პე­რი­ოდ­ში რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ასე­ვე ოპო­ზი­ცია სულ უფრო ხში­რად ახ­სე­ნე­ბენ თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნის­ტრ და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს, თან ისე, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ის ოლი­გარ­ქი აღ­მოჩ­ნდა, ოპო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლის­თვის – თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ის დამ­ცვე­ლი, სუ­ლის­ჩამ­დგმე­ლი და ივა­ნიშ­ვი­ლის და­მარ­ცხე­ბის ერ­თა­დერ­თი შან­სი.

კე­ზე­რაშ­ვი­ლის გამო “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში” და­პი­რის­პი­რე­ბაა. მოქ­მე­დი თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლია ჯერ კი­დევ 2017 წელს აცხა­დებ­და, – კე­ზე­რაშ­ვილ­მა მი­ლი­ო­ნე­ბი ყა­ჩა­ღო­ბით, ქურ­დო­ბი­თა და ძარ­ცვით იშო­ვაო… დღეს კი არ წყდე­ბა მით­ქმა-მოთ­ქმა, რომ თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე” პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნის დამ­ყა­რე­ბა გა­და­წყვი­ტა და ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­თან ერ­თად, არა­ფორ­მა­ლუ­რად იბ­რძვის ამის­თვის, შე­სა­ბა­მი­სად, უპი­რის­პირ­დე­ბა მოქ­მედ თავ­მჯდო­მა­რეს ნიკა მე­ლი­ას.

“და­ი­ბა­და თბი­ლის­ში…1992 წელს ბე­ბი­ას­თან ერ­თად ის­რა­ელ­ში, ხო­ლონ­ში გა­და­სახ­ლდა. წლი­ნა­ხევ­რის შემ­დეგ კი ისევ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და. 1999 წელს და­ას­რუ­ლა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ფა­კულ­ტე­ტი. ფლობს ინ­გლი­სურ, რუ­სულ, იტა­ლი­ურ და ებ­რა­ულ ენებს…“ – ვკი­თხუ­ლობთ და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში.

იყო დრო, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­ნის­ტრო­ბი­სას, მის თა­ნა­შემ­წედ მუ­შა­ობ­და. “ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის” ავან­გარ­დში იყო, რის შემ­დე­გაც ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­ში და­ა­საქ­მეს, იყო ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სიც. 2006 წლის 11 ნო­ემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პოსტზე ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი შეც­ვა­ლა. მი­ნის­ტრის პოს­ტი 2008 წლის 5 დე­კემ­ბერს და­ტო­ვა, აგ­ვის­ტოს ომი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში. 2019 წლის 5 სექ­ტემ­ბრი­დან ტე­ლე­კომ­პა­ნია “ფორ­მუ­ლას“ სა­კონ­ტრო­ლო პა­კე­ტის მფლო­ბე­ლია…

“მას თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია ბო­ლოს 2008 წელს (თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბი­სას) აქვს შევ­სე­ბუ­ლი, სა­ი­და­ნაც ირ­კვე­ვა, რომ ის სა­ერ­თოდ არა­ფერს ფლობ­და. დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, 2008 წლის ბო­ლოს მას “სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში” სა­ხელ­ფა­სო ბა­რათ­ზე მხო­ლოდ 51 000 ლარი ჰქონ­და და არც უძ­რავ და არც მოძ­რავ ქო­ნე­ბას არ ფლობ­და. ასე­ვე არ ჰქონ­და არა­ნა­ი­რი აქ­ცია და არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ბი­ნას და მან­ქა­ნას კე­ზე­რაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, სო­ფიო ჩი­ქო­ვა­ნი ფლობ­და.

2008 წლის დე­კემ­ბერ­ში, ამ დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში, კე­ზე­რაშ­ვილ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა – ანუ ამ დროს არ ჰქონ­და არა­ნა­ი­რი ქო­ნე­ბა და ისე­თი თან­ხა, რომ­ლი­თაც თუნ­დაც სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნესს და­ი­წყებ­და.

თუმ­ცა 2016 წლის აპ­რილ­ში შვე­ი­ცა­რი­ულ­მა გა­ზეთ­მა Tribune de Genève-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­ფორ­მა­ცია, რომ Panama papers-ის სა­ხე­ლით გავ­რცე­ლე­ბულ ფა­რულ დო­კუ­მენ­ტებ­ში და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის სა­ხე­ლიც ფი­გუ­რი­რებ­და.

გა­ზე­თის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 10 დღე­ში, მას შემ­დეგ, რაც კე­ზე­რაშ­ვილ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბა 2008 წლის დე­კემ­ბერ­ში და­ტო­ვა, მის­მა ათმა რწმუ­ნე­ბულ­მა ოფ­შო­რულ ზო­ნა­ში სამი კომ­პა­ნია და­ა­რე­გის­ტრი­რა, რო­მელ­თა­გან ერთ-ერ­თის ან­გა­რიშ­ზე ნავ­თო­ბის ბიზ­ნე­სი­დან მი­ღე­ბუ­ლი მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რი ირი­ცხე­ბო­და. Panama papers-ის თა­ნახ­მად, შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ბან­კის ან­გა­რიშ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 21 მლნ აშშ დო­ლა­რი ჩა­ი­რი­ცხა, ამას­თან, ამა­ვე გზით მოხ­ვდა და­ახ­ლო­ე­ბით 25 მლნ სხვა ან­გა­რი­შებ­ზე.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის კვლე­ვე­ბი­თა და ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის მი­ხედ­ვით, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს კე­ზე­რაშ­ვი­ლი აკონ­ტრო­ლებ­და სა­რეკ­ლა­მო ბაზ­რის დიდ ნა­წილს. ის ასე­ვე აკონ­ტრო­ლებ­და “სა­ქარ­თვე­ლოს ლა­ტა­რი­ის კომ­პა­ნი­ა­საც”. ამ კომ­პა­ნი­ის ერთ-ერთ მე­წი­ლედ თა­ვი­სი ცო­ლისძმა, დი­მიტ­რი ჩი­ქო­ვა­ნი ჰყავ­და გა­ფორ­მე­ბუ­ლი. გარ­და ლა­ტა­რი­ის კომ­პა­ნი­ი­სა, ჩი­ქო­ვა­ნი იყო “აუთ­დორ ჯის”“(სა­რეკ­ლა­მო მო­ნო­პო­ლის­ტი) ფორ­მა­ლუ­რი მე­სა­კუთ­რე და კე­ზე­რაშ­ვი­ლის “ფოთი ტერ­მი­ნალ ჰოლ­დინ­გის”“ დი­რექ­ტო­რი.

2011 წლის დე­კემ­ბერ­ში კე­ზე­რაშ­ვილ­მა “ნეტ­გა­ზეთ­თან”“ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა, რომ ის ნავ­თო­ბკომ­პა­ნია “გალ­ფის” ერთ-ერთი მფლო­ბე­ლი იყო. ეჭვი, რომ მას ნავ­თო­ბ­ბა­ზარ­ზე ინ­ტე­რე­სე­ბი ჰქონ­და, მა­ნამ­დეც არ­სე­ბობ­და, თუმ­ცა ეს იყო პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ეს პი­რა­დად და­ა­დას­ტუ­რა”. იხი­ლეთ სრუ­ლად

  • ვინ არის თავ­დაც­ვის ექსმი­ნის­ტრის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი?

და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის ცოლს, სო­ფია ჩი­ქო­ვანს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი ნაკ­ლე­ბად იც­ნობს. წყვი­ლი წლე­ბია და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია და სამ შვილს ზრდის. სო­ფიო ჩი­ქო­ვა­ნი 2000-2003 წლებ­ში “AES თე­ლა­სის“ გამ­რი­ცხვე­ლი­ა­ნე­ბის პრო­ექ­ტის ოფის­მე­ნე­ჯე­რად მუ­შა­ობ­და. 2003-2004 წლებ­ში კი შპს “კო­ნექ­ტე­კის“ ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რის ასის­ტენ­ტად. 2004 წლი­დან მუ­შა­ობ­და შპს “ინ­ტერმ­შენ კომ­პა­ნის“ მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რად, იმ­ჟა­მად მისი ხელ­ფა­სი 1000 ლარი იყო.

კე­ზე­რაშ­ვი­ლის ცო­ლის სა­ხე­ლი და გვა­რი მე­დი­ა­ში წლე­ბის წინ სკან­და­ლუ­რად გახ­მა­ურ­და. 2009 წლის 26 აპ­რილს თბი­ლის­ში, სან­დრო ეუ­ლის ქუ­ჩა­ზე, ხუთ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბა ჩა­მო­ინ­გრა… ეს დღე საკ­მა­ოდ ტრა­გი­კუ­ლი აღ­მოჩ­ნდა “რუს­თა­ვი 2“-სთვის. შე­ნო­ბის ერთი ფლი­გე­ლი, რო­მელ­შიც სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტი “ვარ­სკვლა­ვე­ბის აკა­დე­მია“ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მი­წას­თან გას­წორ­და. ნგრე­ვას ტე­ლე­ვი­ზი­ის ორი თა­ნამ­შრომ­ლის ნიკა გე­ლაშ­ვი­ლი­სა და გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. მა­შინ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ბოდ­რუ­მი­დან ახალ­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი, იმ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლიც მი­ვი­და და შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს 10-დღი­ა­ნი ვადა მის­ცა იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ რამ გა­მო­იწ­ვია უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა.

სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებს ობი­ექ­ტზე ერთ-ერთი კომ­პა­ნია აწარ­მო­ებ­და. მისი დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი კი სო­ფიო ჩი­ქო­ვა­ნი და გიგა ბო­კე­რი­ას ცო­ლის­და – რუ­სუ­დან ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი იყ­ვნენ. ნიკა გე­ლაშ­ვი­ლის დედა და მე­უღ­ლე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უშე­დე­გოდ ითხო­ვენ საქ­მის სა­თა­ნა­დოდ გა­მო­ძი­ე­ბას. იბეჭ­დე­ბო­და მე­დი­ა­ში სტა­ტი­ე­ბი, თუმ­ცა რო­გორც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ოჯა­ხი ამ­ბობს, “დამ­ნა­შა­ვე“ მხო­ლოდ “პრა­რა­ბი” აღ­მოჩ­ნდა.

2014 წლის იან­ვარ­ში, ჯერ კი­დევ მა­შინ, რო­დე­საც თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი­სა და სო­ფია ჩი­ქო­ვა­ნის ოჯა­ხე­ბი მე­გობ­რობ­დნენ, ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­მა “ფე­ის­ბუ­ქის“ სა­კუ­თარ გვერ­დზე და­წე­რა:

“ჰოდა, აი ასე, ფი­ნან­სუ­რი­დან მეწ­ვივ­ნენ გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი. ჩემი დის კომ­პა­ნი­ას ჩემს გვერ­დზე სა­დარ­ბა­ზო­ში ჰქონ­და ოფი­სი ნა­ქი­რა­ვე­ბი და გა­და­წყვი­ტეს, რომ ჩემს ბი­ნას­თან იყო კავ­შირ­ში. ჩემი დის კომ­პა­ნი­ა­ში შე­ვიდ­ნენ დღეს დი­ლით – კე­ზე­რაშ­ვი­ლის ცოლი და ჩემი და არი­ან დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი. ალ­ბათ კე­ზე­რაშ­ვილ­ზე უნ­დათ კომ­პრო­მა­ტი. რა უნდა იპო­ვონ, არ ვიცი – ყვე­ლაფ­რის აუ­დი­ტი გა­ა­კე­თეს შარ­შან, ამ დროს სა­ლა­რო აპა­რა­ტი თქვენს ბი­ნა­ში ჰქონ­დათ რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლიო, პა­სუ­ხი რომ მი­ი­ღეს, მა­ლე­ვე წა­ვიდ­ნენ – ზრდი­ლო­ბი­ა­ნი ხალ­ხი იყო. ქალი და კაცი“, – წერს ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი.

ა.წ. სექ­ტემ­ბერ­ში ქარ­თულ მე­დი­ა­ში კი­დევ ერთხელ გა­მოჩ­ნდა სო­ფია ჩი­ქო­ვა­ნის გვა­რი. მა­შინ “დრო­ას“ ლი­დე­რის, ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას “ფე­ის­ბუქპოსტზე” ნიკა მე­ლი­ას მი­სა­მარ­თით და­წე­რა:

“აქვე გე­ტყვი, რომ რაც ილა­პა­რა­კა სულ მო­ი­ტყუა, რა­ღაც­ნა­ი­რი სა­ცო­და­ო­ბა იყო…”

რას საქ­მი­ა­ნობს ახლა სო­ფია ჩი­ქო­ვა­ნი? – ის ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი კოს­მე­ტი­კის ბრენ­დის, Code8-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია. კომ­პა­ნი­ის სა­თაო მა­ღა­ზია ლონ­დონ­შია. ბრენ­დი კი სო­ფია ჩი­ქო­ვან­მა, თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბელ ნა­დინ აია­ჩეს­თან ერ­თად შექ­მნა.

რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, კომ­პა­ნი­ამ აშშ-ში წვე­უ­ლე­ბაც გა­მარ­თა. ლაქ­შე­რუ­ლი ბრენ­დის სა­ღა­მო სტუმ­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე dailymail-ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მოხ­ვდა. სტა­ტი­ა­ში ნა­ხავთ სო­ფია ჩი­ქო­ვა­ნის ფო­ტო­ებს, რო­მე­ლიც სა­ღა­მო­ზე ცნო­ბილ მო­დელ­სა და მსა­ხი­ობ ემი­ლი რა­ტა­კოვ­სკის­თან ერ­თად გა­და­ი­ღო…

კომ­პა­ნი­ის სა­იტ­ზე, სო­ფია ჩი­ქო­ვა­ნის ინ­ტერ­ვი­უც აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ.

“Code8 Beauty-ის შექ­მნამ­დე სო­ფია ჩი­ქო­ვა­ნი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, არ­ქი­ტექ­ტუ­რი­სა და ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნის კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გახ­ლდათ, ის სამი შვი­ლის დე­დაა, წარ­მო­შო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­დან. Decoding Beauty-ის პირ­ველ სე­რი­ა­ში ის გვი­ზი­ა­რებს მა­კი­ა­ჟის პი­რად გა­მოც­დი­ლე­ბას და ცხოვ­რე­ბის, სი­ლა­მა­ზი­სა და სტი­ლი­სად­მი მის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას“, – ასე იწყე­ბა სტა­ტია ჩი­ქო­ვან­ზე, სა­დაც ძი­რი­თა­დად თა­ვის მოვ­ლის რუ­ტი­ნა­ზე ლა­პა­რა­კობს…

  • ამო­ნა­რი­დე­ბი სტა­ტი­ი­დან:

“დე­ი­და ყო­ველ­თვის ამ­ბობ­და: “არა­სო­დეს და­ი­ვი­წყო მა­კი­ა­ჟის დას­რუ­ლე­ბა ტუ­შით“ და ეს გა­მი­ჭირ­და, რად­გან ვცდი­ლობ­დი და­მემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რომ ის ცდე­ბო­და…“

“და­ახ­ლო­ე­ბით 45 წუთი მჭირ­დე­ბა მო­სამ­ზა­დებ­ლად. ჩემი დი­ლის რუ­ტი­ნის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია კა­ნის მოვ­ლის რე­ჟი­მი, რად­გან ჩემი კანი ძა­ლი­ან მშრა­ლი ხდე­ბა ცივ ამინ­დში. ზეთი და და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბე­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლია…“

“ჩემი თა­ვის მოვ­ლის რუ­ტი­ნა საკ­მა­ოდ შე­იც­ვა­ლა 35 წლის შემ­დეგ. და­ვი­წყე მა­კი­ა­ჟის გა­მო­ყე­ნე­ბა იმ ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბის და­სა­მა­ლად, რომ­ლე­ბიც გარ­და­უ­ვა­ლია ასაკ­თან ერ­თად… მთე­ლი დღე დავ­რბი­ვარ და ამი­ტომ ყო­ველ­თვის ვე­ძებ­დი სრულ­ყო­ფილ პრო­დუქტს”.

კი­თხვა­ზე, – რა არის თქვე­ნი შთა­გო­ნე­ბის წყა­რო? – სო­ფია ჩი­ქო­ვა­ნი პა­სუ­ხობს:

“ახა­ლი ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ვმოგ­ზა­უ­რობ, რო­გო­რი­ცაა მა­რო­კო ან იბი­ცა. არ­ქი­ტექ­ტუ­რა, ავე­ჯი და ინ­ტე­რი­ე­რის ობი­ექ­ტე­ბი, შთა­გო­ნე­ბის დიდი წყა­როა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ დი­ზა­ი­ნით ვარ შე­პყრო­ბი­ლი”.

ამო­ნა­რი­დი ინ­ტერ­ვი­უ­დან:

– სად ფიქ­რობთ შემ­დეგ მოგ­ზა­უ­რო­ბას?

– პე­რუ­ში, დიდი ხა­ნია მაქვს სი­ა­ში, მა­რიო ვარ­გას ლი­ო­სას ყვე­ლა წიგ­ნის წყა­ლო­ბით, რო­მე­ლიც ბევ­რჯერ გა­და­ვი­კი­თხე.

– დღის რო­მე­ლი მო­ნაკ­ვე­თი გიყ­ვართ ყვე­ლა­ზე მე­ტად?

– სა­ღა­მო… ოფის­ში ხან­გრძლი­ვი დღის შემ­დეგ, მიყ­ვარს ოჯახ­თან ყოფ­ნა, მე­გობ­რებ­თან შე­სახ­ვედ­რად გას­ვლა ან, უბ­რა­ლოდ, სე­რი­ა­ლე­ბის ყუ­რე­ბა და ერთი ჭიქა კო­ნი­ა­კის და­ლე­ვა.

წყარო: https://www.ambebi.ge/

Cesko