„ნაციონალებო, თქვე უტიფრებო!, ყოფილნო თუ ამჟამინდელნო!“ – ნანა კაკაბაძე ენმს მიმართავს

January 28, 20:17
0
391

ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე „ნაციონალურ მოძრაობას მიმართავს და სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს.

„ნაციონალებო, თქვე უტიფრებო!

ყოფილნო თუ ამჟამინდელნო! რომლებიც პასუხისმგებელნი ხართ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის რღვევასა და 20%-ის გასხვისებაზე, სანამ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე ივიშვიშებთ და მხარდამჭერ პეტიციაზე იზრუნებდეთ, იქნებ ჯერ ქართველ ხალხს აგვიხსნათ, კონკრეტულად რა მოღალატეობრივ შეთანხმებას მოაწერეთ ხელი რუსეთთან ომის “მოგებისთანავე“

– კაპიტულაციისა და ცეცხლის შეწყვეტის ცალმხრივი ვალდებულებების გარდა?საქართველოსთვის ზიანის მომტან კიდევ რა დათმობებზე წახვედით რუსეთთან? პ.ს. „უკუდო ხარი თავისთვის არ იყო და სხვებს ბუზებს უგერიებ დაო“, – წერს ნანა კაკაბაძე.

Cesko