,,საშა გველესიანი შეიძლება ყინვაში დარჩეს გარეთ” – პოეტის პოსტმა მისი პოეზიის მოყვარულები გააოგნა

January 28, 07:51
0
453
უამრავი ადამიანისთვის საყვარელი პოეტის, საშა გველესიანის პოსტმა მისი პოეზიის მოყვარულები გააოგნა. პოეტმა დაწერა, რომ ის ნაქირავებში ცხოვრობს და ბინის მეპატრონის შვილი ბინის დაცლას სთხოვს.
,,ჩემი ბინის პატრონის უმრწმესმა ძემ მოითხოვა 10 თებერვლისთვის გავათავისუფლო ბინა. თუ სადმე საბურთალოზე, ნუცუბიძის ქუჩის დასაწყისის მიდამოებში, წააწყდებით განცხადებას გასაქირავებელი ბინის შესახებ, 80-100 კვ.მ. ფართის ფარგლებში, შემატყობინეთ. ჩემი სკოლის ბავშვები დამიდიან აქ გაკვეთილებზე და საბურთალო იმიტომ ვარჩიე. პატივისცემა ჩემზე იყოს! ოქროს სარაიას აგიშენებთ, წელს რომ მოვიდგამ, მერე”, – დაწერა საშა გველესიანმა.
ამ პოსტს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა.
,,მეგობრებო, მოგმართავთ ყველას თხოვნით, ბატონ საშა გველესიანს ძალიან სჭირდება ჩვენი გვრედში დგომა. ბევრმა (ჩემი ჩათვლით) ალბათ არ იცოდით, რომ ამ ბუმბერაზ ადამიანს არ აქვს საკუთარი თავშესაფარი, ცხოვრობს ქირით და მასაც აცლევინებს მეპატრონე უახლოეს დღეებში, სრულიად შესაძლებელია, ყინვაში დარჩეს გარეთ… გთხოვთ, ვისაც რისი საშუალება გექნებათ, ჩარიცხოთ მოვინდომოთ და ამ ბუმბერაზ ადამიანს ვუგირაოთ ბინა. GE86TB7642045061100118 მიმღები დაჩი მაისურაძე. თითოეული თანხა ამონაწერის სახით გადაეცემა ბატონ საშას, ასევე თითოეულ თქვენგანის სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ დროს გამოგიგზავნით ამონაწერს”, – დაწერა მეგობარმა.
,,ბატონი საშას პოსტის წაკითხვამ გული დამწყვიტა, სამყაროს უთანასწორობაზე, მაგრამ აქ კომენტარები ვნახეეეე… ვზივარ და ვქვითინებ”, ,,ღმერთმა სიკეთე ნუ მოგიშალოთ, ხალხნო, თქვენ გვერდით ვარ!”, ,,საშა გველესიანი ბინას უნდა ეძებდეს? ეს რას მოვესწარით…”, – წერენ სოციალურ ქსელში.
Cesko