(VIDEO) „კლდის ჩამოშლა, გზის გადაკეტვა, წყალმოვარდნები“ – გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება

0
933
858 Views

საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად საკუთარ წინასწარმეტყველებებს და რჩევებს უზიარებს ხოლმე.

მან სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთარი ტრაგიკული ცხოვრება იმ მამოძრავებელ ძალად ექცია, რითაც ადამიანებს წლებია ეხმარება. მას ძირითადად, ჯადო, ენერგეტიკულად დაზიანებული და კონკრეტულ ქმედებებზე დამოკიდებული ადამიანები მიმართავენ, რომლებსაც ამ ყველაფრისგან გათავისუფლება სურთ.

ამჯერად იგი სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ახალი წინასწარმეტყველების შესახებ საუბრობს.

„არის საფრთხე წყალმოვარდნების განსაკუთრებით ამის საშიშროება არის დასავლეთ საქართველოს ნაწილში, თუმცა ეს მოსალოდნელია აღმოსავლეთის მხარესაც.

ასევე ჩამოშლა კლდის, გზის გადაკეტვა, წყალთან დაკავშირებული პრობლემები, ცეცხლისგან გაქცევა, ამიტომ იყავით ყურადღებით და ფრთხილად.

იქნება ასევე პოლიტიკური ფიგურის გარდაცვალება, რომელიც თავდასხმის შედეგად გარდაიცვლება. იქნება ცვლილებები საპატრიარქოში, რომელიც იქნება გარდაცვალებით გამოწვეული, რასაც მოჰყვება გარდაცვალება.

რუსეთი გაერთიანდება ორ ქვეყანასთან და გამოიჩენენ სიძლიერეს. ასევე იქნება თავდასხმა რუსეთში მყოფ ოლიგარქზე, რომელიც აუცილებლად გარდაცვალებით დასრულდება.

საქართველოში ყველაფერი კარგად იქნება, ახლა ჩვენი ქვეყანა დიდ ტრანსფორმაციას გადის და 2025 წელს საქართველო სრულიად უნდა დაავიწყდეს სხვადასხვა ქვეყნებს, რადგან აქ იქნება საბერძნეთის და თურქეთის დაპირისპირება, აზერბაიჯანის და სომხეთის, ასევე უკრაინაში არაფერი შენელდება და ისევ იქნება ომი, ასევე დაპირისპირებები იქნება მუსულმანურ ქვეყნებთან“, – ამბობს გოგა მანია.

Cesko