VIDEO: ბლოგერ ნენე ქურდაძეს ხელი სთხოვეს

0
1147
24 Views

ბლოგერ ნენე ქურდაძეს ხელი სთხოვეს. კადრები სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა.

ცნობისთვის, ნენე ტიკტოკზე რესტორატორ დავით გიორგობიანთან და მის შვილთან, გუგასთან ერთად გამოჩნდა. ამიტომ მიიჩნიეს, რომ ისინი ერთი ოჯახია. რეალურად, ნენე და დათო საუკეთესო მეგობრები და ამავდროულად, თანამშრომლები არიან.

სოციალურ ქსელებში რამდენიმე გამოკვეთილი წყვილი არსებობს, რომელიც გამომწერებმა გამოარჩიეს და განსაკუთრებულად შეიყვარეს. ერთ-ერთი მათგანი ნენე ქურდაძე და დავით გიორგობიანია. კიწი და ნაფოტა – სწორედ ამ სახელებით იცნობენ ტიკტოკზე მათ.

ისე, როგორც ამ პლატფორმის ყველა მომხმარებელმა, ნენემაც პანდემიის დროს გადაწყვიტა, რომ დრო სახალისოდ გაეტარებინა და პირველი ვიდეოც ატვირთა. მისი კონტენტი ხალხმა მალევე აიტაცა და ის დღეს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ბლოგერია.

ნენე სახალისო ვიდეოებს ძირითადად დათოსთან და მის შვილთან, გუგასთან ერთად იღებს. ამიტომ მიიჩნიეს, რომ ისინი ერთი ოჯახია. რეალურად, ნენე და დათო საუკეთესო მეგობრები და ამავდროულად, თანამშრომლები არიან.

მას შემდეგ, რაც კიწიმ და ნაფოტამ გამომწერებს უთხრეს, რომ ერთად არ არიან, ამან ბევრი მათგანი დაამწუხრა.

 

Cesko