64 Views
მარნეულში საქორწინო ცერემონიის დროს უბედური შემთხვევა მოხდა. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლში საქორწინო ცერემონიის დროს შუა ხნის ქალი გულის შეტევით გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, 60 წლის ქალი ცეკვის დროს მოულოდნელად შეუძლოდ გახდა.
შემთხვევის ადგილას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი მივიდა, თუმცა მათ ქალის გადარჩენა ვერ მოახერხეს.