„ბოლო საუბრისას მითხრა, რომ – თამო კეშელავა გია ხარჩილავაზე

0
692
640 Views

ჟურნალისტი თამო კეშელავა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ეხმაურება წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას, მოულოდნელ გარდაცვალებას. მან აღნიშნა, რომ გია ხარჩილავა სერიოზულად დააკლდება მთელ წალენჯიხას.

თამო კეშელავას განცხადებით: „წალენჯიხას გარდაეცვალა ადამიანი, რომლის მთავარი პროფესია და თანამდებობა იყო ამ ქალაქის სიყვარული“.

„გია გარდაეცვალა, ხარჩილავა წალენჯიხას.

მეც გარდამეცვალა, მაგრამ წალენჯიხას რომ დააკლდება ისე ვერავის და არავის.

ბოლოს წალენჯიხის მერად მუშაობდა, მაგრამ მისი მთავარი თანამდებობა ამ ქალაქის სიყვარული იყო.

-იცი, სამჯერ გაიზარდა სპორტზე მოსიარულე და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებული ბავშვების რაოდენობა, – ამაყად და სიხარულით ამას რომ მეტყოდა, მერე უცებ ის ბავშვები ახსენდებოდა, მეორეკლასელები, ვისი კვების დაფინანსებაც ასე უნდოდა და სიხარულსაც ვერ ირგებდა, ხმა უწყდებოდა.

ბოლო საუბრისას მითხრა, რომ აწი შეცდომების დაშვების აღარ ეშინია.

არ ვიცი რა იგულისხმა, ვიფიქრე მერე ვკითხავდი.

ვეღარ ვკითხავ.

სულ მპირდებოდა, რომ ერთ დღესაც დავსხდებით და ყველაფერს მანდობს, რაც სტკივა და რაც უხარია, რა გზა გაიარა და როგორ – ვერც ეგ მოვასწარით.
ვინ იფიქრებდა, რომ მისი ისტორიის ნაცვლად, ერთ დილით დავწერდი: – გია გარდაიცვალა, ხარჩილავა.

დღეს ერთით ნაკლები მეგობარი დამრჩა.

წალენჯიხას გარდაეცვალა კაცი, რომლის მთავარი პროფესია და თანამდებობა წალენჯიხის სიყვარული იყო“, – წერს თამო კეშელავა.

Cesko