2024 წლის 17 ოქტომბრის სავსემთვარეობას საკმაოდ საყურადღებო გავლენა აქვს. ვერძის ენერგიამ შესაძლოა, ისეთ გადაწყვეტილებებამდე მიგვიყვანოს, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ვინანებთ. აღნიშნულ დღეს ემოციური ფონი განსაკუთრებით მოიმატებს. ამიტომაც, სპონტანური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. გარდა ამისა, ასტროლოგები გვირჩევენ, რომ კონფლიქტურ სიტუაციას მაქსიმალურად მოვერიდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მცირე კამათიც კი შესაძლოა, ძალიან დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს და აგრესიის მართვა გაგიჭირდეთ.
ამავე დღეს შესაძლოა, მომატებული გაღიზიანება იგრძნოთ და მოტივაციაც დაკარგოთ, მაგრამ ნუ ინერვიულებთ, ეს ემოცია მალევე გაივლის.
17 ოქტომბრის სავსემთვარეობა გავლენას ყველაზე მეტად ცეცხლის ნიშნებზე – ლომზე, მშვილდოსანსა და ვერძზე მოახდენს. როგორც ასტროლოგები ამბობენ, მათთვის აღნიშნული თარიღი განსაკუთრებით ემოციური იქნება. შესაძლოა, უიმედობა იგრძნოთ, ის, რაც ძალიან გაინტერესებდათ, მოგეჩვენოთ, რომ სრულიად უაზრო და არასაჭიროა, არსებულ ურთიერთობებში ეჭვი შეგეპაროთ და ყველაფრის გაჩერება გადაწყვიტოთ. თუმცა, თქვენი მთავარი ამოცანაა, ნაჩქარევი და იმპულსური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, შედეგით უკმაყოფილო აღმოჩნდეთ.
კუროს, ქალწულის და თხის რქის ნიშნის წარმომადგენლები პასუხისმგებლობების უგულებელყოფისკენ იქნებიან მიდრეკილნი და უჩვეულო პოზიციაში აღმოჩნდებიან.შესაძლოა, ამ დღეს რაღაც ძალიან უცნაური ჩაიდინოთ, რაც შემდეგში საკუთარი თავისგან თავადაც გაგიკვირდეთ.
სასწორის, კირჩხიბის, მორიელისა და ტყუპების ნიშნის წარმომადგენლებისათვის ეს დღე უმტკივნეულოდ ჩაივლის და რაიმე განსაკუთრებული ცვლილება მოსალოდნელი არ არის. ერთადერთი, რამაც შეიძლება, ხელი შეგიშალოთ, მომატებული ემოციურობაა. შეეცადეთ, ემოციები გააკონტროლოთ.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, 17 ოქტომბრის სავსემთვარეობა ადამიანებზე გავლენას მომდევნო 3 დღის შემდეგაც მოახდენს, ამიტომ ყურადღებით იყავით.