„იძულებითი წოლითი რეჟიმი…“ – რა შეემთხვა თამუნა მუსერიძეს

0
1827
31 Views

ჯგუფის „ვეძებ“ დამფუძნებელი, თამუნა მუსერიძე, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ რეაბილიტაციის კურსს გადის.

“ბერლინში მარჯვენა ფეხი შიგნით რომ შემივარდა და გვადალუპესავით (სერიალი იყო ჩემ ბავშვობაში) კოჭლობით ჩამომიყვანეს, არ იცით, ალბათ. ხოდა, 3-კვირიანი იძულებითი წოლითი რეჟიმი და “გამივლის, გამივლის” კივილი დავასრულე, იმიტომ რომ უფრო უარესად გავხდი.

საბოლოოდ, ტრავმატოლოგიურ კლინიკაში გიორგი მიკუჩაძეს (Giorgi Mikuchadze) მივაშურე, იმიტომ რომ გიორგიზე კარგი ტრავმატოლოგი მე სხვა არ ვიცი.

ხოდა ბარძაყის ოთხთავა კუნთის მყესის ანთება აღმომაჩნდა. დავდივარ ახლა რეაბილიტაციაზე. ამოიყვანეს ვარდო, თავში ჰქონდა მაცივარი მორტყმული, გადავიყვანეთ საავადმყოფოში”, – წერს მუსერიძე.

Cesko