“მიწევს 24 საათიანი მუშაობა, არ მყავს სპონსორი” – გაიცანით ციხისძირელი სტრონგმენი, ევროპის ჩემპიონი, რომელსაც დიდი წარმატების შემდეგ აეროპორტში მხოლოდ ძმა დახვდა (ვიდეო)

0
170
177 Views

ქარ­თველ­მა “სტროგმენ­მა” ავ­თან­დილ ყარ­მა­ზა­ნაშ­ვილ­მა ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გერ­მა­ნი­ა­სა და ფი­ნეთ­ში გა­მარ­თულ მსოფ­ლიო და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე დიდი წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნა ჩვენს ქვე­ყა­ნას.

კერ­ძოდ, 28 სექ­ტემ­ბერს, გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ ფულ­და­ში “სტრონ­გმე­ნის” ძვე­ლი წე­სე­ბით მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მძი­მე­წო­ნო­სან­მა (120+კგ) ავ­თან­დილ ყარ­მა­ზა­ნაშ­ვილ­მა, აბ­სო­ლუ­ტუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბით მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტულ­თან ერ­თად, ორი მსოფ­ლიო რე­კორ­დის დამ­ყა­რე­ბა მო­ა­ხერ­ხა.

5 ოქ­ტომ­ბერს კი ფი­ნეთ­ში ყარ­მა­ზა­ნაშ­ვილ­მა, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე “მას­რეს­ლინ­გში” (ძა­ლის­მი­ე­რი ფიტ­ნე­სი), ფუ­რო­რი მო­ახ­დი­ნა და რო­გორც თა­ვი­სი წო­ნი­თი კა­ტე­გო­რი­ის, ასე­ვე აბ­სო­ლუ­ტუ­რი ჩემ­პი­ო­ნა­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და და 2 ოქ­როს მე­დალს და­ე­უფ­ლა.

მსოფ­ლიო და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ზე მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ ყარ­მა­ზა­ნაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში გუ­შინ დაბ­რუნ­და. აე­რო­პორ­ტში მას მხო­ლოდ ძმა დახ­ვდა.

“ეს მთა კაცი ავ­თან­დილ ყარ­მა­ზა­ნაშ­ვი­ლია. გუ­შინ დაბ­რუნ­და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­კუ­თა­რი ძმა დახ­ვდა მხო­ლოდ აე­რო­პორ­ტში… დღეს და ხვალ კი ისევ სამ­სა­ხურ­ში იქ­ნე­ბა, რო­გორც აქამ­დე. მერე კი­დევ მო­ი­გებს, ისევ ასა­ხე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს, ისევ ას­წევს დრო­შას ყვე­ლა­ზე მაღ­ლა. ჩვენ კი­დევ ზარ-ზე­ი­მით მხო­ლოდ “პო­პუ­ლა­რულ” სპორ­ტსმე­ნებს შე­ვე­გე­ბოთ აე­რო­პორ­ტში…. ასე­თი სპორ­ტსმე­ნე­ბი კი ისევ წყნა­რად გა­აგ­რძე­ლე­ბენ წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვას” – წერს გვერ­დი Irakli Arabuli’s Blog სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს.

 

 

ვინ არის ავ­თან­დილ ყარ­მა­ზა­ნაშ­ვი­ლი?

26 წლის სპორ­ტსმენ­მა მცი­რე დრო­ში უკვე დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია. 4 წლის წინ, როცა ქვე­ყა­ნა კო­რო­ნა­ვირუსს ებ­რძო­და, სო­ფელ ცი­ხის­ძირ­ში მო­წყო­ბილ სა­ვარ­ჯი­შო სივ­რცე­ში ყარ­მა­ზა­ნაშ­ვილ­მა სხე­უ­ლის გა­სა­ჯან­სა­ღებ­ლად ვარ­ჯი­ში და­ი­წყო. მა­შინ ვერც წარ­მო­იდ­გენ­და, რომ დრო­ის გა­საყ­ვა­ნად და­წყე­ბუ­ლი სპორ­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა მალე პრო­ფე­სი­ად იქ­ცე­ო­და.

“სახ­ლის პი­რო­ბებ­ში ცოტა რთუ­ლი იყო, სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რი არ მქონ­და, მაგ­რამ ნელ-ნელა შე­ვაგ­რო­ვე ყვე­ლა­ფე­რი. მა­ნამ­დე ვჭი­და­ობ­დი, მაგ­რამ მივ­ხვდი, რომ ეს სპორ­ტი ჩემი არ იყო, შემ­დეგ კა­რა­ტე­ზე შე­ვე­დი, მაგ­რამ ამ სპორ­ტსაც ვერ გა­ვუ­გე. შემ­დეგ რაგ­ბი­ზე დავ­დი­ო­დი, ამ დროს აღ­მო­მა­ჩი­ნა ტრე­ნერ­მა და შე­მომ­თა­ვა­ზა, რომ სტრონ­გმენ­ში გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი საც­დე­ლად” – ამ­ბობს ყარ­მა­ზა­ნაშ­ვი­ლი “პირ­ველ არხთან”.

ახალ­გაზ­რდა სპორ­ტსმენ­მა მცი­რე დრო­ში არა­ერთ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია. ევ­რო­პის გუნ­დუ­რი რე­კორ­დის თა­ნა­მო­ნა­წი­ლეა, სხვა­დას­ხვა შე­ჯიბ­რი 6 პირ­ვე­ლი ად­გი­ლი აქვს მი­ღე­ბუ­ლი.

“ვარ სა­ქარ­თვე­ლოს და ევ­რო­პის პრი­ზი­ო­რი, მსოფ­ლიო რე­კორ­დის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე და მაქვს ევ­რო­პის რე­კორ­დი მოხ­სნი­ლი. ჩემი მი­ზა­ნია სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში გა­მარ­თულ შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე ჩემი ქვეყ­ნის დრო­შა ავ­წიო” – ამ­ბობს ის.

ავ­თან­დი­ლი დაც­ვის სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობს. ამ­ბობს, რომ მისი პრო­ფე­სია ბევრ შრო­მას­თან ერ­თად ფი­ნან­სებ­თან ერ­თად მო­ი­თხოვს.

“მი­წევს 24 სა­ა­თი­ან დაც­ვის სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ო­ბა, ღა­მის სა­ა­თებ­ში ძი­ლის გა­ტეხ­ვა. არ მყავს სპონ­სო­რი, ჩემი ხელ­ფა­სის უმე­ტე­სო­ბა მი­დის ვი­ტა­მი­ნე­ბის შე­ძე­ნა­ში, რაღა ჩემი ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი გან­ვა­ვი­თა­რო” – აცხა­დებს ქარ­თვე­ლი “სტრონ­გმე­ნი”.

ბოლო კვი­რებ­ში მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს ავ­თან­დილ ყარ­მა­ზა­ნაშ­ვი­ლის ძმა ანა­ტო­ლი ყარ­მა­ზა­ნაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ერ­თა­დერ­თი იყო, ვინც ჩემ­პი­ონს გუ­შინ აე­რო­პორ­ტში დახ­ვდა. სწო­რედ მის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი გავ­რცელ­და სოცქსელ­ში და დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბაც მოჰ­ყვა:

არ ვიცი სა­ი­დან და­ვი­წყო. ვი­ტყვი იმას, რომ ბოლო ათი დღეა ნორ­მა­ლუ­რად არ მძი­ნე­ბია, სად მი­თენ­დე­ბო­და და სად მი­ღამ­დე­ბო­და არ ვი­ცო­დი, ჩემი ძმა, რომ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი გახ­და ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტში მა­ტე­რი­ა­ლუ­რი უქონ­ლო­ბის გამო ვერ შევ­ძე­ლი დახ­ვედ­რა. რო­დე­საც ავ­თომ მსოფ­ლიო მო­ი­გო და სამი მსოფ­ლიო რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა, ევ­რო­პის ფე­დე­რა­ცი­ამ სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით მი­იწ­ვია ფი­ნეთ­ში გა­მარ­თულ შე­ჯიბ­რზე, ერთ დღეს ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მი­დი­ო­და, რომ ამ წარ­მა­ტე­ბის შე­სა­ხებ სი­უ­ჟე­ტი გა­ე­კე­თე­ბი­ნა, გზად მი­მა­ვა­ლი პა­პაჩ­ვე­ნის სიკ­ვდილს შე­ეს­წრო, სას­წრა­ფო, საათ ნა­ხე­ვა­რი უკე­თებ­და გუ­ლის მა­საჟს, პა­პას გუ­ლის პრობ­ლე­მა ჰქონ­და ასე­ვე მისი ჯან­მრთე­ლო­ბაც მცი­რედ შერ­ყე­უ­ლი იყო, რო­დე­საც ისი­ნი და­ი­ღალ­ნენ, შემ­დეგ ჩემ­მა ძმამ გა­აგ­რძე­ლა იგი­ვე, რომ გული აე­მუ­შა­ვე­ბი­ნა, მაგ­რამ ვე­ღა­რა­ფე­რი შეძ­ლეს.

გამ­გზავ­რე­ბის სა­კი­თხი და ყვე­ლა ფორ­მა­ლო­ბა უკვე მოგ­ვა­რე­ბუ­ლი იყო, სხვა გზა აღარ ჰქონ­და, უნდა წა­სუ­ლი­ყო, ვი­ცო­დით, რომ მისი წარ­მა­ტე­ბა პა­პას ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­უ­ხარ­დე­ბო­და. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ავ­თოს გან­წყო­ბა სა­ერ­თოდ არ ჰქონ­და, ჩვენ ვცდი­ლობ­დით მო­ტი­ვა­ცია მიგ­ვე­ცა და დაგ­ვებ­რუ­ნე­ბი­ნა, ძა­ლე­ბი მო­ეკ­რი­ბა, ეს გა­მარ­ჯვე­ბა კი პა­პის­თვის მი­ე­ძღვნა. წას­ვლამ­დე მაქ­სი­მა­ლუ­რად იხარ­ჯე­ბო­და და ძილს ტეხ­და, რომ ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად დაკ­რძალ­ვის სა­კი­თხე­ბი მო­ეგ­ვა­რე­ბი­ნა, საკ­მა­ოდ ქა­ო­სუ­რი იყო ის სი­ტუ­ა­ცია რაც ჩვენს თავს იდგა, დიდ სი­ხა­რულს თან დიდი მწუ­ხა­რე­ბა და­ერ­თო, ხალ­ხმა აღარ იცო­და სამ­ძი­მა­რი გა­ე­ცხა­დე­ბი­ნა თუ სპორ­ტუ­ლი წარ­მა­ტე­ბა მო­ე­ლო­ცა. დრო ელ­ვის სის­წრა­ფით მი­დი­ო­და, ისე თენ­დე­ბო­და და ისე ღამ­დე­ბო­და, ასე, რომ ვთქვათ, თვა­ლის და­ხამ­ხა­მე­ბას ვერ ვას­წრებ­დით.

მეც და ჩემი ძმაც სამ­სა­ხურ­ში ვმუ­შა­ობთ, რო­მე­ლიც ღა­მით სი­ფხიზ­ლეს და კონ­ცენ­ტრა­ცი­ას მო­ი­თხოვს, როცა ავთო წა­ვი­და, მის მა­გივ­რა­დაც მე ვი­კის­რე სამ­სა­ხუ­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, კვი­რას პაპა დავ­კრძა­ლეთ, იმ ღა­მით­ვე სამ­სა­ხურ­ში წა­ვე­დი, მე­ო­რე დღი­სით დაკ­რძალ­ვის შემ­დგო­მი რიგი საქ­მე­ე­ბი მო­ვაგ­ვა­რეთ. მე სო­ფელ­ში ვცხოვ­რობ, თბი­ლის­ში სახ­ლი არ მაქვს, მაგ­რამ იმ სა­ღა­მოს ბი­ძის სახ­ლში დავ­რჩი ავ­ჭა­ლა­ში, გა­ვი­გე, რომ ტაქ­სე­ბი ღა­მით ძვი­რია, (ღა­მით არას­დროს მიმ­გზავ­რია ტაქ­სით) იმ მო­მენ­ტში ფი­ნან­სუ­რად არ მქონ­და იმ­დე­ნი სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ტაქ­სით მივ­სუ­ლი­ყა­ვი და უკან დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი, ამი­ტო­მაც იქამ­დე სა­ნამ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი მოძ­რა­ობ­და, ადრე წას­ვლა გა­დავ­წყვი­ტე, სულ რა­ღაც ერთ ლა­რად მი­ვაღ­წიე აე­რო­პორ­ტამ­დე.

თერ­თმე­ტის ნა­ხე­ვარ­ზე უკვე ად­გილ­ზე ვი­ყა­ვი. წიგ­ნის კი­თხვა­ში პირ­ვე­ლი სა­ა­თი მო­ვი­და, ამ ქა­ო­სუ­რი დღე­ე­ბის ფონ­ზე მო­უ­წეს­რი­გებ­ლად და სა­ეჭ­ვოდ გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დი, რის გა­მოც აე­რო­პორ­ტში ექ­ვსი პო­ლი­ცი­ე­ლი გარს შე­მო­მერ­ტყა და ჩემი “გა­მო­ძი­ე­ბა” და­ი­წყო, სხვა­დას­ხვა დე­ტა­ლე­ბი გა­მომ­კი­თხეს, ყვე­ლა­ფე­რი გულ­წრფე­ლად მო­ვუ­ყე­ვი, გა­იკ­ვირ­ვეს კი­დე­ვაც ამ­დე­ნი ხანი აქ უნდა და­ე­ლო­დოო, შემ­დეგ მკი­თხეს დახ­მა­რე­ბა ხომ არ მჭირ­დე­ბო­და და გა­მიშ­ვეს. მინ­დო­და, რომ ფხიზ­ლად ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, შემ­დეგ ისევ აე­რო­პორ­ტში ვბრუნ­დე­ბო­დი და მო­ნი­ტორს ვუ­ყუ­რებ­დი რო­დის გა­მოჩ­ნდე­ბო­და რი­გას რე­ი­სი, როცა მცი­ო­და ისევ პარ­კინგზე ვბრუნ­დე­ბო­დი და ვვარ­ჯი­შობ­დი, მაგ­რამ მი­ღირ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი, ისიც კი მახ­სოვს რო­დე­საც ორი­ვე ერ­თად ვას­პა­რე­ზობ­დით, ერთ სპორ­ტში რო­გორ ვთხოვ­დით ერ­თმა­ნეთს აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას, ფეხ­საც­მელს, შორ­ტებს, ავ­თოს პირ­ველ შე­ჯიბ­რზე რო­მე­ლიც “გე­პე­ის­თან” გა­ი­მარ­თა, ჩემი ფეხ­საც­მე­ლე­ბი ეცვა, ჩემს პირ­ველ შე­ჯიბ­რზეც მეც ის ფეხ­საც­მე­ლე­ბი მეც­ვა და დღემ­დე სუ­ვე­ნი­რად მაქვს შე­ნა­ხუ­ლი.

აე­როდ­რომ­ზე, რომ airbaltik-ის თვითმფრი­ნა­ვი დაჯ­და მა­შინ­ვე მივ­ხვდი, რომ ისი­ნი ჩა­მოფ­რინ­დნენ, კა­მე­რა მო­მარ­ჯვე­ბუ­ლი სულ­მო­უთ­ქმე­ლად ვუც­დი­დი რო­დის გა­ი­ღე­ბო­და კარი, თან ირ­გვლივ ვი­ყუ­რე­ბო­დი და ვე­რა­ვის ვცნობ­დი, მიკ­ვირ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი­დან სპორ­ტსმე­ნე­ბი 100 % იანი შე­დე­გით დაბ­რუნ­დნენ და ნუთუ არა­ვინ დახ­ვდე­ბა თქო, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს უკვე ნორ­მად იქცა, ვინც უფრო დიდ სა­ნა­ხა­ო­ბას სთა­ვა­ზობს ხალ­ხს, მას უფრო დიდ პა­ტივს სცე­მენ, შემ­დეგ რო­დე­საც ვინ­მეს შე­არ­ცხვე­ნენ ან სინ­დი­სის ქენ­ჯნა და­ე­წყე­ბათ მერე ცდი­ლო­ბენ გა­მოს­წო­რე­ბას. მოკ­ლედ ამ ყვე­ლაფ­რით იმის თქმა მინ­დო­და, რომ სა­ნამ წყა­ლი აორ­თქლდე­ბა ჯო­ბია სა­სი­კე­თოდ გა­მო­ი­ყე­ნო იგი. ნათ­ქვა­მია “რა­სა­ცა გას­ცემ შე­ნია, რაც არა და­კარ­გუ­ლია.” ასე იქ­მნე­ბა დიდი და ძლი­ე­რი ერი”.

Cesko