11 წლის მოზარდი თანატოლებმა ფარდულში გამოკეტეს და იქაურობას ცეცხლი წაუკიდეს – სად მოხდა უმძიმესი შემთხვევა

0
1036
388 Views

ალ­ბერტ უმ­ბე­ტი­ა­რო­ვის დე­დამ წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი იბ­რძო­ლა, რომ შვი­ლის სიკ­ვდილ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მო­ზარ­დე­ბი პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცათ. საქ­მე მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი რე­ზო­ნან­სის შემ­დეგ და­იძ­რა.

შემ­თხვე­ვა 2023 წლის მა­ის­ში მოხ­და. სკო­ლის გა­მო­საშ­ვე­ბი სა­ღა­მოს შემ­დეგ, 11 წლის ალ­ბერ­ტმა მშობ­ლე­ბის­გან ნე­ბარ­თვა მი­ი­ღო, რომ მე­გო­ბარ­თან ერ­თად გა­სარ­თო­ბად დუ­ბო­ვა­ია რო­შას და­სახ­ლე­ბა­ში წა­სუ­ლი­ყო. სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბას სა­ღა­მოს ხუთ სა­ათ­ზე დაჰ­პირ­და. თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, ქრის­ტი­ნა უმ­ბე­ტი­ა­რო­ვას აც­ნო­ბეს, რომ მისი შვი­ლი თავ­ლა­ში და­იწ­ვა.

ო­გორც გა­ირ­კვა, ბი­ჭებს შე­უ­ერ­თდნენ კი­დევ ორი ბავ­შვი 13 წლის ან­დრეი და გენა (არას­რულ­წლოვ­ნე­ბის სა­ხე­ლე­ბი შეც­ვლი­ლია). ად­გილ­ზე არას­რულ­წლოვ­ნებს შო­რის კონ­ფლიქ­ტი მოხ­და, რაც ერთ-ერ­თის სიკ­ვდი­ლით დას­რულ­და.

მოს­კო­ვის ოლ­ქის რუ­სე­თის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტეტ­მა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე 105-ე მუხ­ლით („მკვლე­ლო­ბა“) გახ­სნა. და­დას­ტურ­და ფაქ­ტი, რომ ჩხუ­ბის დროს ბავ­შვებ­მა ალ­ბერ­ტი თავ­ლა­ში გა­მო­კე­ტეს და იქა­უ­რო­ბის გა­დაწ­ვა სცა­დეს. ამას მოწ­მობს ექ­სპერ­ტი­ზა, რომ­ლი­თაც დას­ტურ­დე­ბა, რომ ცე­ცხლი გაჩ­ნდა ასან­თის ან სან­თე­ბე­ლას გა­მო­ყე­ნე­ბით.

ად­გილ­ზე ხის ნა­გე­ბო­ბე­ბი თა­ვის დრო­ზე უკა­ნო­ნოდ აშენ­და. იქ ახალ­გაზ­რდე­ბი იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ, ხმა­უ­რობ­დნენ, ალ­კოჰოლ­სა და ნარ­კო­ტი­კებს მო­იხ­მარ­დნენ. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამა­ზე ხში­რად ჩი­ოდ­ნენ, მაგ­რამ უშე­დე­გოდ. შე­ნო­ბე­ბი მხო­ლოდ ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ და­ან­გრი­ეს.

გა­მო­კი­თხვის დროს ან­დრეი და გენა ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ ცე­ცხლი ალ­ბერ­ტმა გა­ა­ჩი­ნა. გა­მო­ძი­ე­ბის­თვის სწო­რედ ეს ვერ­სია გახ­და მი­სა­ღე­ბი, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბა ასე­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და 127-ე მუხ­ლით („უკა­ნო­ნო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა“). გა­ზა­ფხულ­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე და­ხუ­რეს, მი­ზე­ზად “მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის არარ­სე­ბო­ბა” და­ა­სა­ხე­ეს.

“შე­საძ­ლოა ისი­ნი და­უს­ჯე­ლე­ბი დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ”

ალ­ბერ­ტის დედა ად­ვო­კატ­თან ერ­თად ცდი­ლობ­და, რომ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ე­უქ­მე­ბი­ნა. მომ­ხდარ­ზე მან მე­დი­ას­თან ისა­უბ­რა. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი რე­ზო­ნან­სის შემ­დეგ, რუ­სე­თის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტის უფ­როს­მა ალექ­სან­დრ ბას­ტრი­კინ­მა გა­მო­ძი­ე­ბის გა­ნახ­ლე­ბის და­ვა­ლე­ბა გას­ცა. ქრის­ტი­ნა უმ­ბე­ტი­ა­რო­ვა იმე­დოვ­ნებ­და, რომ ეს შე­დეგს მო­ი­ტან­და: მისი თქმით, ბევრ შე­უ­სა­ბა­მო­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი. მა­გა­ლი­თად, დღემ­დე გა­ურ­კვე­ვე­ლია, რა გახ­და ხან­ძრის წყა­რო. თუმ­ცა, ივ­ლის­ში საქ­მე კვლავ და­ხუ­რეს.

შემ­დეგ საქ­მით და­ინ­ტე­რეს­და სა­ხელ­მწი­ფო დუ­მის დე­პუ­ტა­ტი არ­ტი­ომ მე­ტე­ლე­ვი. მან გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­მარ­თა, რომ სი­ტუ­ა­ცია კონ­ტრო­ლის ქვეშ აეყ­ვა­ნათ. მისი თქმით, თუ მო­ზარ­დე­ბის და­ნა­შა­უ­ლი და­დას­ტურ­დე­ბა, სა­სა­მარ­თლოს სა­შუ­ა­ლე­ბით მათი სპე­ცი­ა­ლურ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო-სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბით და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და. (და­ნა­შა­უ­ლის მო­მენ­ტში მო­ზარ­დე­ბი 14 წელს მიღ­წე­უ­ლე­ბი არ იყ­ვნენ)

  • სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს მე­ტე­ლევს აც­ნო­ბეს, რომ რა­მენ­სკის პო­ლი­ცი­ამ ა­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა, სა­დაც ითხო­ვა ერთ-ერთი არას­რულ­წლოვ­ნის სპე­ცი­ა­ლურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სამი წლით გა­ნე­თავ­სე­ბი­ნათ — ეს მაქ­სი­მა­ლუ­რი ვა­დაა.

სა­სა­მარ­თლომ მო­თხოვ­ნა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა, რაც ქრის­ტი­ნამ მე­დი­ი­დან გა­ი­გო.

“მი­ვი­ღე ოფი­ცი­ა­ლუ­რი და­დას­ტუ­რე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტის­გან, მარ­თა­ლია კო­ლო­ნი­ა­ში არ გა­და­იყ­ვა­ნენ, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა ამის­თვი­საც დამ­ნა­შა­ვე­ებს თავი აე­რი­დე­ბი­ნათ და და­უს­ჯე­ლე­ბი დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ. ვზი­ვარ და ვტი­რი” – და­წე­რა გარ­დაც­ვლი­ლი მო­ზარ­დის დე­დამ.

წყარო: Ambebi.ge

Cesko