276 Views
კესარია აბრამიძე გუშინ მოკლეს. მოდელს საღამოს 7 საათზე, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საკუთარ ბინაში მეგობარმა მამაკაცმა ყელის არეში დანით მრავლობითი დაზიანება მიაყენა, უმწეო მდგომარეობაში მყოფი დატოვა და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. შსს-მ ეჭვმიტანილი – 26 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “თ” და “მ” პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რას ჰყვებიან მეზობლები და მეგობრები სასტიკ დანაშაულზე და რატომ სთხოვა ბექა ჯაიანმა კესარია აბრამიძეს ერთობლივი ფოტოს გავრცელება სოცალურ ქსელში, ნახეთ სიუჟეტი: