“ის “ვაჟკაცები”, ვინც მასთან დროებით კავშირს ამყარებდნენ, სხვა დროს ჩოხა-ახალუხით იდგნენ და ოჯახის სიწმინდეს პირგამეხებულები იცავდნენ. ასეთ “მამულიშვილებს” ათასი კესარია მირჩევნია” – პეტრე კოლხი

0
580
96 Views

კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის მკვლე­ლო­ბის ამ­ბავს პეტ­რე კოლ­ხი ეხ­მი­ა­ნე­ბა:

“არ ვარ ჩემ გან­საც­დე­ლე­ბით სავ­სე ქვე­ყა­ნა­ში. ოკე­ა­ნის გაღ­მა ვიმ­ყო­ფე­ბი. წლე­ბია ამე­რი­კას­თან შეხ­ვედ­რას ვგეგ­მავ. და­ეშ­ვა ჩემი ბო­ინ­გი და პირ­ვე­ლი მე­სი­ჯიც მომ­დის- “კე­სა­რია მოკ­ლეს…”

სიკ­ვდი­ლი ყო­ველ­თვის გან­ცდებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ კი­დევ ერთი მკვლე­ლო­ბა, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა და გა­უ­გო­ნა­რი სი­სას­ტი­კე-მხო­ლოდ სიბ­რა­ზეს­თან…

ულა­მა­ზე­სი შე­მოდ­გო­მა დგას ნიუ იორკში, მაგ­რამ ვერ ვგრძნობ, ვერ ვამ­ჩნევ, ყურ­ში სვე­ტი­ცხო­ველ­ში, ღვთის­მშობ­ლის ხატ­თან მდგა­რი კე­სა­რი­ას გან­წი­რუ­ლი ბღა­ვი­ლი ჩა­მეს­მის… ეს­პა­ნელ რე­ჟი­სორ-პედ­რო ალ­მა­დო­ვარს რომ შე­ემ­ჩნია, ო­კა­რო­სან ფილ­მს გა­და­ი­ღებ­და.წა­მით მა­ინც და­ფიქ­რდით, მის­თვის რა ტან­ჯვა და გა­უ­საძ­ლი­სი იქ­ნე­ბო­და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა. რამ­დე­ნი ბა­რი­ე­რის, დაბ­რკო­ლე­ბის, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­და­ლახ­ვა მო­უ­წევ­და სა­კუ­თარ თავ­თან, ღმერ­თთან, სამ­ყა­როს­თან, ადა­მი­ა­ნებ­თან.

რამ­დენ უარ­ყო­ფას და დამ­ცი­რე­ბას შე­ე­ჯა­ხე­ბო­და…

მან ამ ყვე­ლა­ფერ­ზე მაღ­ლა დგო­მა შეძ­ლო, გა­ღი­მე­ბაც და ადა­მი­ა­ნე­ბი­სად­მი თა­ნაგ­რძნო­ბაც მო­ა­ხერ­ხა. ბევ­რი გა­ბო­როტ­დე­ბო­და… ის სი­ძულ­ვილ­ზე მაღ­ლა დად­გა…

ბევ­რი წერ­და, ღმერ­თმა შე­უნ­დოს მის მიერ არ­ჩე­უ­ლი ცხოვ­რე­ბაო… მას ეს არ აურ­ჩე­ვია, ის ასე­თად და­ი­ბა­და… ის ყო­ველ­წა­მი­ერ გოლ­გო­თას გა­დი­ო­და, მაგ­რამ ამის გამო ღმერ­თს კი არ უბ­რაზ­დე­ბო­და, პი­რი­ქით, პა­ტი­ე­ბას სთხოვ­და.

მკვლელს აქე­ბენ, ვაჟ­კა­ცი ყო­ფილ­ხარ, გა­ურ­კვე­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი რომ მო­კა­ლიო”… ჰო, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი ტრანსგენ­დე­რი ქა­ლის მკვლე­ლო­ბა ვაჟ­კა­ცო­ბაა და მას­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბა რა არის ნე­ტავ?! მა­მა­ცი იყო კე­სა­რია, იგი და­უ­პი­რის­პირ­და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აზრს, ჩა­კე­ტულ მენ­ტა­ლო­ბას, საბ­ჭო­ურ გად­მო­ნაშთს, მა­სე­ბის და­ზომ­ბი­რე­ბულ ხედ­ვებს. ამას დიდი ძალა სჭირ­დე­ბო­და, დიდი ნე­ბის­ყო­ფა და ენერ­გია…

მით უფრო, იმ წლებ­ში, როცა ამა­ზ სა­უ­ბარს, სა­კუ­თარ თავ­თა­ნაც ვე­რა­ვინ ბე­დავ­და…კე­სა­რი­ამ არ და­მა­ლა, თა­ვი­სი ნამ­დვი­ლი სახე და მთელ სამ­ყა­როს და­ა­ნა­ხა. ის “ვაჟ­კა­ცე­ბი”, ვინც მას­თან დრო­ე­ბით კავ­შირს ამ­ყა­რებ­დნენ, სხვა დროს რუს­თა­ვე­ლის პროს­პექ­ტზე ჩოხა-ახა­ლუ­ხით იდ­გნენ და ოჯა­ხის სიწ­მინ­დის დღეს პირ­გა­მე­ხე­ბუ­ლე­ბი იცავ­დნენ. ასეთ “მა­მუ­ლიშ­ვი­ლებს” ათა­სი კე­სა­რია მირ­ჩევ­ნია.

გული მწყდე­ბა, სი­შო­რის გამო ვერ ვა­ხერ­ხებ მის ცხე­დარ­თან მის­ვლას… იქ რომ ვიყო, ჩემ შვი­ლებ­თან ერ­თად, დღეს კე­სა­რი­ას მშობ­ლე­ბის გვერ­დით ვიდ­გე­ბო­დი!…უფალ­მა მის­ცეს შენ მშფოთ­ვა­რე სულს სიმ­შვი­დე-ადა­მი­ა­ნო!” – წერს პეტ­რე კოლ­ხი.

  • ცნო­ბის­თვის, ტრანსგენ­დე­რი ქალი, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე დიდ დი­ღომ­ში, ავ­თან­დი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოკ­ლეს. მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 26 წლის ბექა ჯა­ი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. ბექა ჯა­ი­ანს სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის „თ“ და „მ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით წა­რედ­გი­ნა, რაც გენ­დე­რის ნიშ­ნით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით გან­ზახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

კე­სა­რია დღეს, 22 სექ­ტემ­ბერს, ვა­კის სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლეს

Cesko