ჩემი შვილი ამას არ იმსახურბდა, რისთვის გაიმეტე ასე, ყველაზე თბილი და კეთილი იყო, კესარის დედის სულისშემძვრელი პოსტი

0
6948
94 Views

გუ­შინ, ღა­მით, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ დიდ დი­ღომ­ში, ავ­თან­დი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში სას­ტი­კად მოკ­ლეს ტრანსგენ­დე­რი ქალი, მო­დე­ლი კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე. კე­სა­რი­ას ჭრი­ლო­ბე­ბი და­ნით აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ახ­ლობ­ლე­ბი და მე­გობ­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სას­ტი­კად მოკ­ლულ ქალ­ზე ის­ტო­რი­ებს იხ­სე­ნე­ბენ, მათ შო­რის არის ეს­თე­ტი­კუ­რი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი ზიზი ტა­ტიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც იმ დღე­ებს იხ­სე­ნებს, რო­დე­საც კესო მათ­თან მუ­შა­ო­ბის და­სა­წყე­ბად დე­დამ მი­იყ­ვა­ნა.

“21 წლის წინ სა­ლონ­ში შე­მო­ვი­და ლა­მა­ზი დედა-შვი­ლი. გო­გო­ნა ჟღა­ლი, წი­თუ­რი თმი­თა, მომ­ღი­მა­რი სა­ხით და მე მი­კი­თხეს! მა­შინ გა­ვი­ცა­ნი კე­სუ­ნა – ასე ვე­ძახ­დი. იმა­საც ჰქონ­და ჩემ­თვის სა­ხე­ლი. ინ­ტე­რე­სი­­ნი, გო­ნი­ე­რი გოგო, რო­მელ­საც კომ­პლექ­სი არ ჰქონ­და.

თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი, მიმ­ნდო­ბი, ხა­ლი­სი­ა­ნი და მხი­ა­რუ­ლი. სა­ო­ცა­რი იუ­მო­რის გრძნო­ბით! უცებ გახ­და მთე­ლი კო­ლექ­ტი­ვის ლი­დე­რი. დე­დამ ჩა­მა­ბა­რა და მი­თხრა, ჩემს თბილ გო­გოს თქვენ გა­ბა­რებთ, ვიცი, არა­ვის და­ა­ჩაგ­ვრი­ნებთ. ძა­ლი­ან თბი­ლია და შეჩ­ვე­ვა იცის, ვიცი, რომ მი­მი­ხე­დავ­თო!

მის მერე ყვე­ლა ტკი­ვილ­ზე თუ სი­ხა­რულ­ზე მე მი­რე­კავ­და. დე­დი­კოს მე­ძახ­და. პირ­ვე­ლი ღრუ­ბე­ლი­ა­ნი ბი­უს­ტე­ჰალ­ტე­რი რომ ვა­ჩუ­ქე ასე­თი ბედ­ნი­ე­რი არა­სო­დეს მი­ნა­ხავს!

ოპე­რა­ცი­ის მერე და­მი­რე­კა – მტკი­ვა და მო­მა­კი­თხეო! ყვე­ლა­ფე­რი მისი მი­ხა­რო­და. რამ­დე­ნი­მე დღის წინ მომ­წე­რა, გუ­ლე­ბი გა­მო­მიგ­ზავ­ნა და მი­თხრა, რომ ვე­ნატ­რე­ბი! კე­სუ­ნა, ძა­ლი­ან მტკი­ვა!.. რა ცხო­ველ­მა გა­გი­მე­ტა ასე, ჩემო ღი­მი­ლი­ა­ნო და თბი­ლო გოგო! ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რე­ბი!.. ყვე­ლას­გან გა­მორ­ჩე­უ­ლო და ნი­ჭი­ე­რო ადა­მი­ა­ნო!”

 

Cesko