“გეყოთ ახლა ვაჟკაცობა და თქვით რომ ღირსი იყო” – გიორგი სუხიტაშვილი კესარია აბრამიძეზე

0
3111
88 Views

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი კესარია აბრამიძის მკვლელობაზე:

,,ყოველთვის თავშეკავებული ვარ ასეთ მგრძნობიარე თემებთან, ან პოპულიზმში არ ჩამომართვან, ან ჩემს საუბარს უნებლიედ და არ მოჰყვეს ვინმეს უფლების ან გრძნობების შელახვა.

მე რა მომწონს და რა არა ეს არ განსაზღვრავს ვინ უნდა იცხოვროს, ვინ უნდა იცოცხლოს და ვინ უნდა ისუნთქოს.

ბევრი რამე და ვინმე არ მომწონს.

ასევე ვერასოდეს ვერ გავიგებ რატომ უნდა მოვიწონო და შევიყვარო ის რაც არ მომწონს და არ მიყვარს.

მე არავის არ ვუკითხავ მორალს, იქამდე ვიდრე მათი ე.წ. მორალი არ გახდება დანაშაულის, და ნამდვილი ცოდვის საამქრო.

ბევრმა ადამიანმა ეს ადამიანი უამრავჯერ მოკლა, და ბევრიც უსურვებდა ამას.

მე საერთოდ არ ვიცნობდი, გულწრფელად რომ გითხრათ არც არანაირო სურვილი არ მქონია მისი არც გაცნობის და არც მასთან ურთიერთობის.

ის ქალებ არ არიან ამ ქვეყანაში დაცულები ვისაც, ოჯახის და საზოგადოების მხარდაჭერა აქვთ და ადამიანს რომელსაც საზოგადოების ზიზღი აქვს ის განწირულია ასეთი სიკვდილისთვის.

ახლა არ გამოიდოთ თავები იმათ ვინც მთელი ეს წლები ამას გაჰკივით.

ქრისტიანობის სახელით “კუდიანებზე” ნადირობა ხო თქვენ გაქვთ გამოცხადებული?

გეყოთ ახლა ვაჟკაცობა და თქვით რომ ღირსი იყო.

რატომ ხართ ჩუმად, მურტალია ხო სადღაც თანამონაწილედ რომ გრძნობ თავს?

ამიტომ არ იღებთ ხმას, მაგაშიც მშიშრები ხართ რადგან ელოდებით ბევრმა თქვას მერე რამე თქვენთვის საკბილო არგუმენტების მოთხრობა მოჩმახოს რომ გადააზიაროთ შინაარსი.

ჯოგური მენტალიტეტი თავისას შვრება.

ქრისტიანობის დაცვის მიზნით გამართლებულია ხო?

ქრისტე რას იზავდა? მოკლავდა? ან მოიწონებდა მკვლელობას?

შესაძლოა უსიამოვნოა ეს საუბარი მაგრამ, წეღან ადამიანი მოკლეს რომელსაც უმრავლესობამ დიდი ხნის წინ მიუჩინეთ ეგ ბედი და ეგ ადგილი.

მას განაჩენი თქვენ გამოუტანეთ, უბრალოდ დროის ამბავი იყო…

კიდევ ბევრზე გაქვთ ეს განაჩენი გამოტანილი და ელით აღსრულებას, რა თქმაუნდა მხოლოდ “ერის უკეთესი მომავლის სურვილით”

კარგად დაფიქრდით, ფრთხილად იყავით თქვენს სურვილებთან…”

Cesko