“უჩა და გოგიტა…ორი პატარა ანგელოზი, რომლებიც ავარაიაში დაიღუპნენ…” – ვინ არიან მოპედით დაღუპული 15 წლის მოზარდები

0
635
202 Views

ბათუმში, მანქანისა და მოპედის შეჯახების შედეგად დაღუპული ორივე პირი არასრულწლოვანია – ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.  ორივე მათგანი 15 წლამდე ბავშვია.

ორივე მოზარდი, უჩა ბერიძე და გოგიტა ათაბაქი, ბათუმის 26-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები იყვნენ.

შემთხვევა გუშინ მოხდა, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოპედი შეეჯახნენ. ორივე არასრულწლოვანი მოპედზე იჯდა.

გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ახლობლები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან მათ:

უჩა ,გოგიტა?️? ჯერ ხომ ცხოვრება წინ გქონდათ ???
უჩა სულ რომ შემხვდებოდი მასწრებდი თქმას ნელა ვივლიო რომ რამე არ მეთქვა,
ნათელში იყოს თქვენი წმინდა სულები,უჩა ჩემო პატარა ძმაკაცო ,
მუდამ მემახსოვრები –წერს ერნიკე სურმანიძე
უჩა – ჩემო სევდიანო, ყურადღებიანო, ზრდილობიანო…
გოგიტა – ჩემო ცელქო, განსხვავებულო, ლამაზ თვალება და ლამაზ ხმიანო..
მაპატიეთ, რომ მეტი არ გეფერეთ, მეტი ყურადღება არ მოგქციეთ, მეტად ვერ ჩაგიხუტეთ?
მიყვარხართ მე თქვენ ორივე განსაკუთრებით…
მიმძიმს და მტკივა თქვენი გარდაცვალება!
იძინეთ ტკბილად ჩემო გემრიელო ბაღნებო…- წერს მაგდანა ჯაფარიძე

სსიპ ქალაქ ბათუმის #26 საჯარო სკოლის კოლექტივი ღრმა მწუხარეობით იუწყება რომ ტრაგიკულად დაიღუპა 2 ჩვენი მოსწავლე….
ამ ტრაგედიას ვერაფერს დავარქმევ,ეს უსაზღვრო ,გაუსაძლისი ტკივილია,
ჩვენი სკოლის 9-ა და 9-ბ კლასის მოსწავლეებმა უჩა ბერიძემ და გოგიტა ათაბაქმა ,სასწავლო წლის დასაწყისის მოლოდინს ფერები შეუცვალა, ჩაამუქა , ჩააქრო სიხარული და სევდით და ტკივილით აგვივსო გულები ,
თქვენმა ხანმოკლე ცხოვრებამ სამარადისო კვალი დატოვა ჩვენში, მიჭირს ამის თქმა ….მაგრამ- სამარადისოდ ნათელში იყავით ჩვენო ვაჟჯაცო ბიჭებო -წერს თამრიკო გოგიშვილი

Cesko