90 Views
ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
“რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მოპედი შეეჯახა.
მომხდარის სხვა დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია.
ასევე, ავარია მოხდა ქობულეთის შემოვლით გზაზე. ადგილზე მუშაობდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების 6 ჯგუფი. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელები“ ავრცელებს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურის ცნობით, დაფიქსირდა ავარიის 10 მონაწილე, 5 დაშავებული, მათ შორის 4 ბავშვი, გადაყვანილია კლინიკაში, დანარჩენებმა კი უარი გააცხადეს ჰოსპიტალიზაციაზე.