კურიერი, რომელიც გზაზე ჩამოკიდებულ მავთულს წამოედო და დაშავდა, პოლიციამ აქეთ დააჯარიმა — თვითმხილველი

0
412
108 Views

საავარიო სიტუაციის შექმნის საბაბით პატრულმა სკუტერის მძღოლი, კურიერი დააჯარიმა, რომელიც ქუჩაზე ჩამოკიდებულ რკინის მავთულს წამოედო და დაზიანებები მიიღო. ინფორმაციის ამის შესახებ აქტივისტი მარიამ კვარაცხელია ავრცელებს, რომელიც ინციდენტს შეესწრო.

კვარაცხელიას თქმით, შემთხვევა თბილისში, ცინცაძის ქუჩის 41 ნომერთან მოხდა. თვითმხილველი ამბობს, რომ მავთული, რომელსაც სკუტერით მოძრავი მოქალაქე წამოედო, შუა გზაზე ჰაერში იყო ჩამოკიდებული:

„ყელზე შემოეხვია, კინაღამ დაიხრჩო, დაიმტვრა, სხეულზე აქვს სერიოზული დაზიანებები. მოვიდა პატრული და 250 ლარით დააჯარიმა ეს მოქალაქე, რადგან მავთულზე როცა გამოედო და დაიმტვრა, საავარიო სიტუაცია შექმენიო. ხალხო, აქეთ დააჯარიმეს ადამიანი. წარმოუდგენელია“ ,— წერს კვარაცხელია.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ცხელ ხაზზე შესული შეტყობიების საფუძველზე ადგილზე მივიდნენ თბილსერვისის თანამშრომლები და აღნიშნული კაბელები ადგილიდან გაიტანეს. მერიაში აცხადებენ, რომ ეს კაბელები მათი საკუთრება არ იყო. უწყებაში ამჟამად არ იკვლევენ, ვის ეკუთვნოდა ზემოხსენებული კაბელი და შსს-ში გვამისამართებენ. „ნეტგაზეთი“ მომხდართან დაკავშირებით დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

Cesko