„როდის დაგწეროთ ჯვარი?“ – PRIME HOUSE-ელი თაია ჭიჭინაძის და კახაბერ შარტავას ახალ ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

0
638
88 Views

„პრაიმ ჰაუსის” ყოფილი მონაწილეები, კახაბერ შარტავა და თაია ჭიჭინაძე „ინსტაგრამზე” ერთობლივ ფოტოს აქვეყნებენ, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გულშემატკივრები და მეგობრები ფიქრობენ, რომ ერთმანეთს ძალიან უხდებიან და კარგი წყვილი იქნებოდა.

„თაიას ყველა ის სიავე მხოლოდ იმიტომ უნდა გადაეტანა, რომ კახაბერს შეხვედროდა…”; როდის დაგწეროთ ჯვარი? მარტო კახაბერისთვის მემეტები”; „ყველაზე ნამდვილი ეს ორი პიროვნება მგონია, როგორ უხდებით ერთმანეთს. ნეტა სხვისი თვალით შეგახედათ საკუთარ თავს…”; „ვაიჰ, რა ბედნიერებაა თქვენი ყურება და როგორ გვინდა ყველას თქვენი ერთობლიობა…” – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

„პრაიმტაიმისთვის” მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში თაიამ აღნიშნა, რომ კახაბერთან მხოლოდ და მხოლოდ კარგი მეგობრობა აკავშირებს და ეს სე გაგრძელდება.

Cesko