ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველი მუსიკოსი გარდაიცვალა – რას წერს ნინი შერმადინი სამწუხარო შემთხვევის შესახებ?

0
411
83 Views

არ­და­იც­ვა­ლა აშშ-ში მცხოვ­რე­ბი მუ­სი­კო­სი ლე­ვან შენ­გე­ლია. ამის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას მისი მე­გობ­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლე­ბენ.

„რა­ნა­ი­რად ჩუ­მად წახ­ვე­დი, არ გე­კად­რე­ბო­და ასე ჩუ­მად და უხ­მა­უ­როდ გა­პარ­ვა ჩე­მებ­თან… შერ­მი­კოს უყ­ვარ­ხარ ძა­ლი­ან! შენ ჩემი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მაე იქ­ნე­ბი ყო­ველ­თვის! ძაან მატ­კი­ნე გული, არ ვი­ყა­ვი ამის ღირ­სი შენ­გან, ხო მი­თხა­რი კარ­გად ვარო… ძაან მო­მე­ნატ­რე­ბი იცო­დე, მო­მი­კი­თხე ჩე­მე­ბი და იქ აცი­ნე ბევ­რი ჩვენ ის­ტო­რი­ებ­ზე… ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ, შეხ­ვედ­რამ­დე, ჩემო გენ­კა მგო­ბა­რო, ღმერ­თო, ვერ ვი­ჯე­რებ, რომ ამას შენ­ზე ვწერ…. ძა­ლი­ან მო­სა­წყე­ნია სამ­ყა­რო უშე­ნოდ”, – წერს მომ­ღე­რა­ლი ნინი შერ­მა­დი­ნი.

ის წლე­ბის წინ წა­ვი­და უცხო­ეთ­ში, სა­დაც წარ­მა­ტე­ბით მოღ­ვა­წე­ობ­და.

“მე­სა­მე კურ­სზე სწავ­ლის დროს, 1991 წელს თბი­ლის­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ ამე­რი­კე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბი, მათ შო­რის იყო ჯუ­ლი­ან ლე­ნო­ნი (ჯონ ლე­ნო­ნის შვი­ლი). ენა არ ვი­ცო­დი, მაგ­რამ მუ­სი­კამ “თა­ვი­სი ქნა” და მე იქვე, თარ­ჯიმ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით მთხო­ვეს, ჩემი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი ამე­რი­კა­ში გა­მეგ­ზავ­ნა. სულ მალე, ზუს­ტად 14 მოწ­ვე­ვა მი­ვი­ღე. ავირ­ჩიე ჩემ­თვის სა­სურ­ვე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და ამე­რი­კა­ში გა­ვემ­გზავ­რე.

სას­წავ­ლებ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მა­ი­ა­მი­ში გა­და­ვე­დი, სა­დაც გე­ნი­ა­ლურ კუ­ბელ მუ­სი­კო­სებ­თან მოვ­ხვდი. სრუ­ლი სი­გი­ჟე იყო, მათ გვერ­დით მუ­შა­ო­ბა მსი­ა­მოვ­ნებ­და. ლა­თი­ნუ­რი მუ­სი­კა კარ­გად შე­ვის­წავ­ლე, მერე და­ვი­წყე მოგ­ზა­უ­რო­ბა და ლა­თი­ნუ­რი ამე­რი­კის თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა შე­მო­ვი­ა­რე”, – ჰყვე­ბო­და მუ­სი­კო­სი ჟურ­ნალ “გზას­თან” 2023 წლის დე­კემ­ბერ­ში.

Cesko