მეხი დაეცა და წამში დაიღუპა, ჩვენი აჩი… – ნახეთ ცნობილია ვინ არის მეხის დაცემის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა

0
425
88 Views

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და სვა­ნეთ­ში, სა­დაც მწვერ­ვალ შხელ­და­ზე ექ­სპე­დი­ცი­ი­სას ცნო­ბი­ლი, ქარ­თვე­ლი ალ­პი­ნის­ტი, 34 წლის არ­ჩილ ბად­რი­აშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა.

არ­ჩილს ექ­სპე­დი­ცი­ა­ში სამი ად­გი­ლობ­რი­ვი მოყ­ვა­რუ­ლი ალ­პი­ნის­ტი ჰყავ­და წაყ­ვა­ნი­ლი.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 10 აგ­ვის­ტოს სა­ღა­მოს ამინ­დი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­უ­ა­რეს­და. მწვერ­ვა­ლი­დან დაშ­ვე­ბის პრო­ცეს­ში მეხი ახალ­გაზ­რდა სპორ­ტსმენ­თან ახ­ლოს და­ე­ცა და არ­ჩი­ლი კლდი­დან გა­და­აგ­დო. გა­დარ­ჩე­ნილ­მა სამ­მა ახალ­გაზ­რდამ რუ­სუ­ლი სიგ­ნა­ლის და­ჭე­რა შეძ­ლო და მომ­ხდა­რი იქა­ურ­მა მხა­რემ შე­ა­ტყო­ბი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს.

ბოლო ინფორმაცია:

სულ ახლახან, მეხანძრე-მაშველებმა დაკარგული მთამსვლელის ცხედარი იოვეს – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე დაკარგული გარდაცვლილი მთამსვლელის ცხედარი, დაახლოებით 3800 მეტრის სიმაღლეზე, კლდოვან ფერდობზე იპოვეს.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველების მიერ, შესაბამისი სპეც-ტექნიკისა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართულობით მთამსვლელის ცხედარი გადმოსვენებულია და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები,”- აღნიშნულია განცხადებაში.

Cesko