“თვალი დაკარგა, მდგომარეობა მძიმეა…” – ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი კრივში, დიმა დვალი ქუჩაში სცემეს

0
2776
82 Views

რუსეთისა და ევროპის ჩემპიონი კრივში დიმიტრი დვალი ფეოდოსიას სასტუმროში ბრუნდებოდა, როდესაც დაინახა, რომ კაცების ბრბო ბიჭს სცემდა. სპორტსმენი ახალგაზრდა კაცს გამოესარჩლა, მაგრამ თავადაც სასტიკად სცემეს და თვალი დაუზიანდა. მოკრივე ახლა მოსკოვის საავადმყოფოშია. მისი თვალის გადარჩენას ცდილობენ, მაგრამ ის, ალბათ, ვეღარ დაინახავს.

ტელეგრამის არხის თანახმად, 24 წლის დიმიტრი ძმასთან და კუტმანთან ერთად ჩავიდა ფეოდოსიაში ახალგაზრდა მოკრივეების მასტერკლასზე. დილის 6:30 საათზე, სირბილის შემდეგ, ისინი სასტუმროში ბრუნდებოდნენ სანაპიროს გასწვრივ და დაინახეს, რომ კაცების ბრბო თავს დაესხა ბიჭს. თვითმხილველების თქმით, იქ სულ 15-მდე ადამიანი იმყოფებოდა. დიმიტრი ბიჭს გამოესარჩლა, რის გამოც  ბანდა მასაც დაესხა თავს.

ბრძოლის დროს დვალს მარჯვენა თვალი ამოუვარდა. სასწრაფოდ მოაავსეს ჰოსპიტალში, ახლა მოსკოვის საავადმყოფოშია, ექიმებმა ორბიტალური ძვლის მოტეხილობა დაუდგინეს, მოკრივის თვალის გადარჩენას ცდილობენ, მხოლოდ როგორც ორგანოსი, რადგან ის ამ თვალით ვეღარ დაინახავს. როგორც თავად დიმიტრიმ თქვა, მისი კრივის კარიერა ახლა დასრულდა და გადარჩენილ თვალში ხედვა დროთა განმავლობაში შეიძლება გაუარესდეს, რადგან დატვირთვა მხოლოდ მასზე იქნება. მოკრივეს გუშინ პირველი ოპერაცია გაუკეთეს. როგორც სპორტსმენმა თქვა, მის მეგობარს, ევგენის, ხელი მოსტეხეს.

დიმიტრი დვალი არის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი, ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონი სამხედრო მოსამსახურეებს შორის, რუსეთის ჩემპიონი, რუსეთის ჩემპიონი 22 წლამდე ახალგაზრდებში.

Cesko