გული 5 წუთით ამუშავდებოდა მერე ისევ ჩერდებოდა, ექიმები 1 საათი და 52 წუთი იბრძოდნენ… – როგორ და სად დაიღუპა 11 წლის ბიჭი

0
630
31 Views

რუსთავში 11 წლის ბიჭი დაიღუპა. ტრაგიკული შემთხვევა, XX მიკრორაიონში, საცხოვრებელ სახლში მოხდა.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ბავშვმა უეცრად გონება დაკარგა, რის შემდეგაც ოჯახის წევრებმა, სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.

ადგილზე გაწეული პირველადი დახმარების მიუხედავად, ბავშვი, “კლინიკა რუსთავში” უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს.

როგორც “ინფო რუსთავს” კლინიკაში განუცხადეს, პაციენტს კლინიკაში შეყვანისას გული უკვე გაჩერებული ჰქონდა.

“სასწრაფოს ექიმს დაწყებული ჰქონდა რეანიმაციული ღონისძიებები, ჩვენ გამზადებული დავახვედრეთ შოკის დარბაზი და გაგრძელდა ჩვენთან რეანიმაცია, პროცესი გრძელდებოდა 1 საათი და 52 წუთი. გულის პირდაპირი მასაჟი, მედიკამენტოზური მხარდაჭერა, ყველაფერი ჩავატარეთ, გული 5 წუთით ამუშავდებოდა მერე ისევ ჩერდებოდა. სხვა რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა, დანარჩენს ექსპერტიზა დაადგენს“, – აცხადებს “კლინიკა რუსთავის” მორიგე ექიმი, ლია ქორთიაშვილი.

ინფო რუსთავი

Cesko