ცნობილი მწვრთნელი გარდაიცვალა – სამ­წუ­ხა­რო ამ­ბავი გავრცელდა

July 31, 10:53
0
337

მე­დია პა­რი­ზი­დან სამ­წუ­ხა­რო ამ­ბავს ავ­რცე­ლებს. people -ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­რი­ზის ოლიმ­პი­ურ სო­ფელ­ში, ცნობილი კრი­ვის მწვრთნე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა.

მე­დი­ის ცნო­ბით, ლი­ო­ნელ ელი­კა ფა­ტუ­პა­ი­ტოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი გუ­ლის გა­ჩე­რე­ბა გახ­და. მას პირ­ვე­ლა­დი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა ად­გილ­ზე­ვე აღ­მო­უ­ჩი­ნეს, თუმ­ცა გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

ინ­ფორ­მა­ცია კრი­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ამ და მის­მა სპორ­ტსმენ­მა, ოლიმ­პი­ელ­მა ატო პლო­ძიც­კი-ფა­ო­გა­ლიმ და­ა­დას­ტუ­რა.

“ვე­რა­ნა­ი­რი სი­ტყვა ვერ გა­მო­ხა­ტავს იმ წუ­ხილს, რა­საც ახლა ვგრძნობ. ჩვე­ნი ბოლო სუ­რა­თი ერ­თად, სა­ნამ დაგვტო­ვებ­დი ოს­ტა­ტო“, – და­წე­რა მის­მა მოს­წავ­ლემ, 25 წლის პლო­ძიც­კი-ფა­ო­გალ­მა თა­ვის ინ­სტაგ­რამ­ზე და ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

“პირ­ვე­ლად მწვრთნელ ლი­ო­ნელს სა­მო­ას ახალ­გაზ­რდულ გუნდში შევ­ხვდი, რო­დე­საც 15 წლის ვი­ყა­ვი. ის იყო კე­თი­ლი და გუ­ლუხ­ვად გვი­ზი­ა­რებ­და არა მხო­ლოდ თა­ვის დროს, მა­ტე­რი­ა­ლურ ნივ­თებს, არა­მედ ცოდ­ნა­საც.

ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რე­ბა მწვრთნე­ლი. შენი ოც­ნე­ბა იყო ჩემ­თან და მა­მას­თან ერ­თად ოლიმ­პი­ა­და­ზე ყოფ­ნა, ახლა კი ძა­ლი­ან ადრე წახ­ვე­დი. ჩვენ არც კი გვქო­ნია პირ­ვე­ლი ბრძო­ლა ოლიმ­პი­ა­და­ზე, რო­გორც ვგეგ­მავ­დით!

და­ის­ვე­ნე მო­ხუ­ცო, მო­მე­ნატ­რე­ბი”, – და­წე­რა სპორ­ტსმენ­მა “ფე­ის­ბუქ­ზე“.

ელი­კა ფა­ტუ­პა­ი­ტო იყო სა­მო­ე­ლი კრი­ვის მწვრთნე­ლი, ის პლო­ძიც­კი-ფა­ო­გალს 2024 წლის პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­დის­თვის ამ­ზა­დებ­და.

ფა­ტუ­პა­ი­ტოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ მწუ­ხა­რე­ბა გა­მოთ­ქვა კრი­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ა­მაც.

“ლა­ი­ო­ნე­ლის თავ­და­დე­ბამ და სპორ­ტი­სად­მი გა­ტა­ცე­ბამ წა­რუშ­ლე­ლი კვა­ლი და­ტო­ვა კრი­ვის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. მისი მემ­კვიდ­რე­ო­ბა შთა­ა­გო­ნებს მო­მა­ვალ თა­ო­ბებს. ჩვენ ვლო­ცუ­ლობთ სა­მო­ას გუნდთან და ყვე­ლა იმ პირ­თან ერ­თად, ვინც და­ზა­რალ­და ამ უდი­დე­სი და­ნა­კარ­გით”, – აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

Cesko