12 წლის ბიჭი შიმშილით გარდაცვლილი იპოვეს

July 29, 20:20
0
1083

აშშ-ის შტატ იუტაში, 12 წლის ბიჭი შიმშილით გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გევინ პეტერსონი წლების განმავლობაში არასრულფასოვნად იკვებებოდა და მასზე მამა, 46 წლის შეინ პეტერსონი, ძალადობდა.

ვესტერის ოლქის შერიფის ოფისის წარმომადგენლებმა ბიჭი საკუთრ სახლში, სააბაზანოს იატაკზე იპოვეს. მათი ინფორმაციით, ის „არ სუნთქავდა“. როგორც დადგინდა, ბავშვს მთელი დღის განმავლობაში ტოქსიკური შეტევა ჰქონდა. პარამედიკოსებმა გევინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მოგვიანებით გარდაიცვალა.

„სათვალთვალო კამერებით დაფიქსირებული კადრებით და ტექსტური შეტყობინებებთ გამოვლინდა, რომ გევინს ბოლო დღეებში მიღებული ჰქონდა [დღეში] მხოლოდ პურის 1 ნაჭერი მდოგვით და ერთი მესამედი ჭიქა წყალი, ასევე მას აბაზანით სარგებლობის უფლება არ მისცეს. მას შემდეგ, რაც გევინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ არასრულფასოვანი კვების გამო ბავშვს შინაგანი ორგანოები გაეთიშა. ასევე მას ზურგზე წყლულები აღენიშნებოდა“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

ინციდენტთან დაკავშირებით, პოლიციამ შეინ პეტერსონი, ბავშვის დედინაცვალი, და უფროსი ძმა დააკავა.  ოჯახის წევრების განცხადებით, ბავშვი რამდენიმე დღის განმავლობაში ავად იყო, აღენიშნებოდა ღებინება და კრუნჩხვები, მაგრამ ის ექიმთან არ წაიყვანეს.

Cesko