გია ფერაძის ვაჟმა რუს პოლიტიკოსს ხელი დახურულ წვეულებაზე სთხოვა – რა არის ცნობილი ქსენია ბეზუგლოვაზე, რომელიც ყოფილი ქმრის გვარს ატარებს და რა ტრაგედია შეემთხვა 2008 წელს?

0
637
27 Views

18 ივ­ლისს რუ­სე­თის ქა­ლაქ ნი­ჟ­ნი-ნოვ­გო­როდ­ში გორ­კის ფეს­ტი­ვა­ლის და­ხუ­რუ­ლი წვე­უ­ლე­ბა გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბა ქარ­თუ­ლი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბას ნაკ­ლე­ბად და­იმ­სა­ხუ­რებ­და, რომ არა ერთი ფაქ­ტი, რო­მე­ლიც წარ­მო­შო­ბით ქარ­თველ მსა­ხი­ობს ეხე­ბო­და.

  • კინო ფეს­ტი­ვალ­ზე ნი­კი­ტა მი­ხალ­კო­ვის თე­ატ­რის მსა­ხი­ობ­მა, გი­ორ­გი ფე­რა­ძემ სა­ცო­ლეს ქსე­ნია ბე­ზუ­გლო­ვას სა­ჯა­როდ სთხო­ვა ხელი. ვი­დე­ო­ში ფე­რა­ძე ქსე­ნი­ას ეკი­თხე­ბა.

– მიყ­ვარ­ხარ, თა­ნახ­მა ხარ? (ამ დროს ხსნის პა­ტა­რა ყუთს, რო­მელ­ში ბე­ჭე­დია მო­თავ­სე­ბუ­ლი). ქსე­ნია ამ­ბობს – არა. ფე­რა­ძე არ იბ­ნე­ვა და ქსე­ნი­ას კი­დევ ერთხელ ეკი­თხე­ბა, ახლა, ამ უცხო ხალ­ხის თან­დას­წრე­ბით გა­მე­ცი სწო­რი პა­სუ­ხი, თო­რემ დაგ­კბენ.

ასევე დაგაინტერესებთ:

ნიკოლოზ წულუკიძემ ამ წუთებში უმძიმესი ინფორმაცია გაავრცელა

ქალი პა­სუ­ხობს: კი, ჩემო სიყ­ვა­რუ­ლო – და წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს გა­და­ეხ­ვე­ვა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ფე­რა­ძემ ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ ინ­სტაგ­რამ­ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა და და­წე­რა:

“მან თქვა დიახ. ქსე­ნია, მიყ­ვარ­ხარ.

ყვე­ლა­ფე­რი ბოლო მო­მენ­ტამ­დე მკაც­რად იყო გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი. ქსე­ნი­ამ არ იცო­და, არ ელო­და, ვერც გა­მო­იც­ნო რა ხდე­ბო­და, მაგ­რამ ის ნამ­დვი­ლად მზად იყო, რო­გორც მე! ჩვე­ნი შეხ­ვედ­რის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან ზუს­ტად ვი­ცო­დი, რომ ის იქ­ნე­ბო­და ის, ვი­საც მე ცო­ლო­ბას შევ­თა­ვა­ზებ­დი!“

გი­ორ­გი ფე­რა­ძე, ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბის გია ფე­რა­ძის მე­ო­თხე შვი­ლია. ფე­რა­ძის ოჯა­ხის ტრა­გე­დი­ა­ზე ქარ­თულ მე­დი­ა­ში არა­ერ­თი ვრცე­ლი სტა­ტია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა. გი­ორ­გის დე­დას­თან მსა­ხი­ო­ბი ქორ­წი­ნე­ბა­ში არ ყო­ფი­ლი. მისი არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ კი, და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ გა­ი­გო.

“პა­ტა­რა გიას დე­დამ გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა ბავ­შვის სუ­რა­თი, რო­მელ­შიც ვერ გა­ნას­ხვა­ვებ­დი მა­მას და შვილს! შემ­დეგ და­ი­კარ­გა ჩვენს შო­რის კავ­ში­რი და უკვე 21 სა­უ­კუ­ნე­ში, რო­დე­საც ინ­ტერ­ნე­ტი შე­მო­ვი­და, მოვ­ძებ­ნე ჩემი ძმის­შვი­ლი, და­ვუ­კავ­შირ­დი და დედა-შვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში მყავ­და ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი…“ – იხ­სე­ნებ­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით გარ­დაც­ვლი­ლი მსა­ხი­ო­ბის ძმა ილი­კო ფე­რა­ძე.

2019 წელს, გია ფე­რა­ძის ვაჟი პრო­ექტ „ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში“ მო­იწ­ვი­ეს. მისი მე­წყვი­ლე ვერ­კა ჯა­ჯა­ნი­ძე გახ­ლდათ. გი­ორ­გი ფე­რა­ძე კონ­კურ­სში მე­სა­მე ად­გილ­ზე გა­ვი­და.

38 წლის გი­ორ­გი ფე­რა­ძე რუ­სეთ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბია. 2005 წელს და­ამ­თავ­რა კრას­ნო­ი­არ­სკის მუ­სი­კი­სა და თე­ატ­რის სა­ხელ­მწი­ფო აკა­დე­მია.

2005-2015 წლებ­ში გახ­ლდათ გორ­კის სა­ხე­ლო­ბის სა­მა­რას აკა­დე­მი­უ­რი დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი.

გი­ორ­გი ფე­რა­ძე და-ძმას­თან ერ­თად

2016 წელს და­ამ­თავ­რა კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­უ­ლი და თე­ატ­რა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის აკა­დე­მია ნი­კი­ტა მი­ხალ­კო­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და დღემ­დე მი­ხალ­კო­ვის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია. ის ცნო­ბი­ლი რუსი რე­ჟი­სო­რის ფა­ვო­რი­ტი გახ­ლავთ, ხში­რად აქ­ვეყ­ნებს მას­თან გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს.

გი­ორ­გი და ქსე­ნია ფეს­ტი­ვა­ლის და­ხურ­ვა­ზე

ვინ არის ფე­რა­ძის რჩე­უ­ლი ქსე­ნია ბე­ზუ­გლო­ვა

41 წლის რუსი პო­ლი­ტი­კო­სი 2002-2007 წლებ­ში მუ­შა­ობ­და ჟურ­ნალ “Dear Pleasure”-ის სა­რეკ­ლა­მო სამ­სა­ხურ­ში. 2006 წელს იგი გა­და­ვი­და მოს­კოვ­ში. 2008 წლი­დან მუ­შა­ობს გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში Hirst Shkulev Media. 2008 წელს და­ამ­თავ­რა რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი.

2008 წლის აგ­ვის­ტო­ში ქალი ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში მოყ­ვა, რის შე­დე­გა­დაც ხერ­ხემ­ლის ტრავ­მა მი­ი­ღო და ეტლს მი­ე­ჯაჭ­ვა. შემ­თხვე­ვის დროს ქსე­ნია ორ­სუ­ლად იყო. ექი­მე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მან უარი თქვა ორ­სუ­ლო­ბის შე­წყვე­ტა­ზე. 2009 წლის თე­ბერ­ვალ­ში ქა­ლიშ­ვი­ლი ტა­ი­სია შე­ე­ძი­ნა.

2012 წლის დე­კემ­ბერ­ში, რომ­ში, ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე­თა სი­ლა­მა­ზის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და. ტი­ტუ­ლის მი­ღე­ბის შემ­დეგ იგი ჩა­ერ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად.

2013 წელს იგი გახ­და მოს­კო­ვის მერ­თან არ­სე­ბუ­ლი შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პირ­თა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს, მოს­კო­ვის ჯან­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის საბ­ჭოს და მოს­კო­ვის კულ­ტუ­რის დე­პარ­ტა­მენ­ტის საბ­ჭოს წევ­რი. მისი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გად მოს­კო­ვის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­როს სა­ნა­პი­რო აღ­ჭურ­ვა და ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი შშმ პი­რე­ბის­თვის. ის ასე­ვე ეწე­ვა სო­ცი­ა­ლურ საქ­მი­ა­ნო­ბას, ვკი­თხუ­ლობთ ქსე­ნი­ას ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში.

ბე­ზუ­გლო­ვა 2014 წლის სო­ჭის ზამ­თრის პა­რა­ო­ლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ერთ-ერთი მე­ჩი­რაღ­დნე გახ­ლდათ.

ეტ­ლში ჯდო­მის მი­უ­ხე­და­ვად ქსე­ნი­ას ქორ­წი­ნე­ბა­ში კი­დევ ორი შვი­ლი შე­ე­ძი­ნა. ქალი ყო­ფი­ლი ქმრის, მე­წარ­მე ალე­სან­დრე ბე­ზუ­გლო­ვის გვარ­ზეა.

რუ­სუ­ლი მე­დია 2023 წელს ალექ­სან­დრეს ისევ ქსე­ნი­ას ქმრად მო­იხ­სე­ნი­ებს. თუმ­ცა ერთი კვი­რის წინ, მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხე­ლის თხოვ­ნის ვი­დე­ოს შემ­დეგ წე­რენ, ქსე­ნი­ას ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ჰყავს – და მისი ქორ­წი­ლი გი­ორ­გის­თან ერ­თად წინ არის.

წყარო: https://www.ambebi.ge/

ასევე დაგაინტერესებთ:

ნიკოლოზ წულუკიძემ ამ წუთებში უმძიმესი ინფორმაცია გაავრცელა

(VIDEO) თვითმფრინავი გაუჩინარებიდან 35 წლის შემდეგ დაეშვა 92 ჩონჩხით!

“მკვლელს ერთ-ერთი მოკლულის შვილი ჰყავდა მონათლული” – კახეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები: ცნობილია გარდაცვლილთა ვინაობა

“9 ვარსკვლავი”-რომელ წელს ხართ დაბადებული,გაიგე სიმართლე შენს შესახებ. სიზუსტე გაგაოცებთ!

Cesko