პლანეტის ყველაზე შხამიანი სოკო მსოფლიოში სულ უფრო მეტად მრავლდება

0
187
29 Views

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო სოკოს შესახებ მეცნიერებმა ახალი, ძლიერ არასასიამოვნო ფაქტი გამოავლინეს. ირკვევა, რომ ის ისე აღარ მრავლდება, როგორც ადრე და ეს შეძლება ახალ ზონებში გადაადგილებაში ეხმარებოდეს.

სოკოება ნამდვილად საოცარი როლი შეასრულეს დედამიწის ატმოსფეროს ჩამოყალიბებაში

მსგავსი: სოკოებმა ნამდვილად საოცარი როლი შეასრულეს დედამიწის ატმოსფეროს ჩამოყალიბებაში

სოკოების შხამიანი ბუნება საკმაოდ სახელგანთქმულია, მაგრამ სინამდვილეში, უმეტესობა შეჭმის შემდეგ მხოლოდ დროებით ფიზიკურ დისკომფორტს იწვევს.

მსოფლიოში სოკოსთან დაკავშირებული ფატალური შემთხვევების 90 პროცენტი გამოწვეულია მხოლოდ ერთი ექსტრემალური ევროპული სახეობით: შხამასოკოთი, რომელსაც „სიკვდილის ქუდსაც“ უწოდებენ (Amanita phalloides).

მკვლევრებმა ახლახან დაადგინეს, როგორ გავრცელდა ეს მუხანათური სოკო ჩრდილოეთ ამერიკაში საკმაოდ სწრაფად და აშკარად ადვილად, რასაც გზადაგზა მრავალი ფატალური შემთხვევა მოჰყვა, როდესაც ადამიანები მას შეცდომით იღებდნენ საკვებად.

თავის სამშობლოში, ევროპაში, A. phalloides-ი ახალ თაობებს გენომების ერთმანეთთან კომბინაციით წარმოქმნიან.

როგორც ჩანს, შხამასოკოს გამრავლებისთვის შესაჯვარებელი პარტნიორი არ სჭირდება. მედისონის ვისკონსინის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ აშშ-ში გავრცელებულ A. phalloides-ზე ჩატარებული კვლევის თანახმად, ამ სოკოს სპორების წარმოქმნა ერთი ინდივიდის ქრომოსომების გამოყენებით შეუძლია.

ბანანის გენომი მიუთითებს მალულ სახეობებზე, რომელთა პოვნაც სასწრაფოდ არის საჭირო ამ მცენარის გადასარჩენად — #1tvმეცნიერება

მსგავსი: ბანანის გენომი მიუთითებს მალულ სახეობებზე, რომელთა პოვნაც სასწრაფოდ არის საჭირო ამ მცენარის გადასარჩენად — #1tvმეცნიერება

აღმოჩენა ეფუძნება 86 სოკოს გენომს, რომლებიც 1993 წლის შემდეგ კალიფორნიაშია შეგროვებული და 1978 წლის შემდეგ ევროპის ნაწილში.

აღმოჩნდა, რომ აშშ-ის ნიმუშებში შხამასოკოს სქესობრივი და უსქესო გამრავლება სულ მცირე 17 წლის განმავლობაში შეუძლია, სავარაუდოდ, ამას 30 წლის განმავლობაშიც კი უნდა ახერხებდეს.

2014 წლის შემდეგ სხვადასხვა ადგილებში შეგროვებული ნიმუშები ზუსტად იმავე გენეტიკურ მასალას შეიცავდა, რის გამოც, ისინი ზუსტად იგივე ინდივიდი სოკოები იყვნენ. კიდევ ერთი „ინდივიდი“ ათი წლით ადრე, 2004 წელსაც იყო შეგროვებული.

„ინვაზიური შხამასოკოს მრავალფეროვანი რეპროდუქციული სტრატეგიები მას სავარაუდოდ ეხმარება სწრაფ გავრცელებაში, წარმოაჩენს არსებით მსგავსებას მცენარეულ, ცხოველურ და სოკოს ინვაზიებთან“, — წერენ მკვლევრები.

შხამასოკო

უსქესო სპორები მაშინ წარმოიქმნება, როდესაც სოკო საკუთარი ქრომოსომების ნაკრების ასლებს აკეთებს ორ იდენტურ წყებად. სქესიანი სპორები კი მაშინ ჩნდება, როდესაც ორი სხვადასხვა მშობელი საკუთარ ქრომოსომათა ნაკრებს შთამომავლობას გადასცემს.

დანდური წარმოადგენს „სუპერმცენარეს“, რომელიც შესაძლოა, გვალვაგამძლე მცენარეთა შექმნაში დაგვეხმაროს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

მსგავსი: დანდური წარმოადგენს „სუპერმცენარეს“, რომელიც შესაძლოა, გვალვაგამძლე მცენარეთა შექმნაში დაგვეხმაროს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

ცნობილია, რომ ქუდიანი სოკოს წარმომქმნელი მრავალი ფუნგი მრავლდება როგორც სქესიანი, ისე უსქესო სპორებისგან, რაც გარემო პირობებზეა დამოკიდებული; მაგრამ ამ ახალ აღმოჩენამდე, არავინ იცოდა, რომ სწორედ ასე იყო შხამასოკოს შემთხვევაშიც.

პოპულაციაში უფრო მეტი გენეტიკური ვარიაციის შეტანის გზით, სქესობრივი რეპროდუქცია სახეობებს განვითარებისა და ადაპტაციის საშუალებას აძლევს. თუმცა, უსქესო რეჟიმით ინდივიდუალურ სოკოებს სწრაფად გავრცელება და წლების განმავლობაში სრულიად დამოუკიდებლად გადარჩენა შეუძლიათ.

როდესაც სოკოს სპორები ჯანსაღ ზედაპირზე ეცემა, ღივდება და აღმოცენებას იწყებს. ამ გზით, უსქესო სპორებს ინდივიდუალურ სოკოთა სპორების გავრცელება შორს და ფართო ზონებში შეუძლიათ, შესაჯვარებელი პარტნიორის ან გენეტიკურად სხვანაირი შთამომავლის გარეშე.

შხამასოკოს სამშობლო ჩრდილოეთ ევროპაა, მაგრამ ბოლო ათწლეულებში, ის საოცრად წარმატებით შეიჭრა ევროპის სხვა ნაწილებშიც, ასევე ჩრდილოეთ ამერიკასა და ავსტრალიაში. ამის დიდი მიზეზი შეიძლება უსქესო გამრავლება იყოს.

აღმოჩენილია მსოფლიოში ამ დროისათვის ცნობილი უდიდესი მცენარე, რომელიც 180 კმ-ზეა გადაჭიმული — #1tvმეცნიერება

მსგავსი: აღმოჩენილია მსოფლიოში ამ დროისათვის ცნობილი უდიდესი მცენარე, რომელიც 180 კმ-ზეა გადაჭიმული — #1tvმეცნიერება

საინტერესოა, რომ როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, 1993-2015 წლებში კალიფორნიაში შეგროვებული უსქესო სპორების გენები არ განსხვავდებოდა ამავე სახეობის მიერ ამავე რეგიონში წარმოქმნილი სქესიანი სპორებისგან.

თეორიული მოდელების თანახმად, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ინდივიდუალური შხამასოკოები შეიძლება წლობით ძლებდნენ, რადგან იქამდე ამრავლებდნენ საკუთარ თავს, ვიდრე შესაჯვარებლად სხვა შხამასოკოს იპოვიან.

„ამ სოკოების ზოგიერთი შთამომავალი ჯვარდება, ზოგიც არა და ეს ციკლი მეორდება“, — ვარაუდობენ მკვლევრები.

ზოგიერთი სხვა შხამიანი სოკოსგან განსხვავებით, რომლებიც ზოგჯერ საკუთარ შხამიანობას კაშკაშა ფერებით გვამცნობენ, შხამასოკო საკმაოდ უბრალო შეხედულებისაა და ადვილად შეიძლება შეაცდინოს ტყესა და პარკებში გემრიელი სოკოების მძებნელი ადამიანები თუ ცხოველები.

როგორ გარდაქმნეს ყვავილოვანმა მცენარეებმა დედამიწა მილიონობით წლის წინ — #1tvმეცნიერება

მსგავსი: როგორ გარდაქმნეს ყვავილოვანმა მცენარეებმა დედამიწა მილიონობით წლის წინ — #1tvმეცნიერება

ადამიანის სიკვდილისთვის ნახევარი შხამასოკოც საკმარისია. სამედიცინო ჩარევის გარეშე, სიმპტომები სოკოს შეჭმიდან ექვსი საათის შემდეგ ჩნდება, სულ მალე ამას ემატება ღვიძლის უკმარისობაც.

აშკარაა, რომ მომაკვდინებელი შხამასოკოს გავრცელება სერიოზულ რისკს წარმოადგენს ადამიანებისა და ცხოველების ჯანმრთელობისთვის. 2016 წელს, სან-ფრანცისკოში შხამასოკოს ადგილობრივი, განსაკუთრებით ცუდი გავრცელება მოხდა. 14 ადამიანის მოწამვლის შემთხვევა სწორედ მასთან აღმოჩნდა დაკავშირებული.

ახლა, როცა მეცნიერებმა უკეთესად იციან, როგორ ვრცელდება შხამასოკო ჩრდილოეთ ამერიკაში, უკვე შეიძლება დაიწყონ რისკის შეკავების სტრატეგიათა შემუშავებაც.

აქვე გეტყვით, რომ შხამასოკო (Amanita phalloides) საქართველოში მცირე რაოდენობით არის გავრცელებული.

კვლევა ხელმისაწვდომია bioRxiv-ზე.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

წყარო 1ტვმეცნიერება

Cesko