„ძლივს ასპარეზზე გამოჩნდა ნათელი, კეთილი და განათლებული სპორტსმენი და არ შეარგეს კაცს რამდენიმე გადაცემაში საკუთარი აზრის გამოთქმა!“ – ზურა ხაჩიძე

0
169
52 Views

გიორგი გველესიანის Geo Team-თან ჩაწერილმა ვიდეომ, სადაც ქართველი მცველი გულშემატკივრების შეკითხვებს პასუხობს, გულშემატკივარს შორის დიდი გამოხმაურება გამოიწვია. კერძოდ, საკითხზე, სადაც იგი ქალთა ფეხბურთზე საუბრობდა.

არის თუ არა ფეხბურთი ქალების საქმე და უნდა ითამაშონ თუ არა ფეხბურთი ქალებმა?! – ეს იყო ერთ-ერთი შეკითხვა, რომელიც გველესიანს დაუსვეს, რაზედაც ფეხბურთელმა ასე უპასუხა:

„ვი­საც უნდა, უნდა ითა­მა­შოს. ჩემი პი­რა­დი აზ­რია, რომ ფეხ­ბურ­თი ქა­ლე­ბის საქ­მე ნაკ­ლე­ბად არის. მე პი­რა­დად ვფიქ­რობ, რომ ქა­ლებს ფეხ­ბურ­თი ნაკ­ლე­ბად გა­მოს­დით. თუმ­ცა, როცა ჩვე­ნი, ქალ­თა ნაკ­რე­ბის თა­მა­შებს ვუ­ყუ­რებ, გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვარ და შე­საძ­ლოა, ჩემი აზრი მალე შე­იც­ვა­ლოს“, – ამბობს იგი.

გიორგი გველესიანის ამ განცხადებას მოგვიანებით ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე და საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ნინო სუთიძე გამოეხმაურნენ, რომლებმაც ფეხბურთელი აღნიშნული განცხადების გამო მწვავედ გააკრიტიკეს. 

ამჯერად, კი სპორტული გვერდი Geo Team სოციალურ ქსელში გიორგი გველესიანის მიმართვას აქვეყნებს, რომელიც ბოლო დღეების მოვლენებს უკავშირდება, სადაც ფეხბურთელი კრიტიკოსებს პასუხობს.

„ჩვენ ორს შორის, მე არც ღვარძლის თესვით ვარ დაკავებული და არც მოსახლეობის ცნობიერების ძირ გამომთხრელ საქმეს ვეწევი“ – გიორგი გველესიანი ბრალდებებს პასუხობს

ფეხბურთელის ამ განცხადებას კი სოციალურ ქსელში მომღერალი ზურა ხაჩიძე ეხმაურება და მას წარმატებას უსურვებს.

„ძლივს ასპარეზზე გამოჩნდა ნათელი, კეთილი და განათლებული სპორტსმენი და არ შეარგეს კაცს რამდენიმე გადაცემაში საკუთარი აზრის გამოთქმა!

არ მიაქციო გიორგი ყურადღება არავის! წარმატებები შენს საქმეში და მოხარული ვარ სადაც გხედავ! ბევრი გიორგი გველესიანი საქართველოს!  გულწრფელი, განათლებული, მიზანდასახული და სწორ აზროვანი!“, – წერს ზურა ხაჩიძე.

 

Cesko