CNN: ბარაკ ობამამ და ნენსი პელოსიმ პირად საუბრებში ჯო ბაიდენთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს

0
95
28 Views

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა, ნენსი პელოსიმ პირად საუბრებში ჯო ბაიდენისა და მისი საარჩევნო კამპანიის შესახებ ილაპარაკეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ობამამ და პელოსიმ შეშფოთება გამოხატეს იმის შესახებ, თუ რამდენად რთული გახდა  ჯო ბაიდენისთვის დონალდ ტრამპის დამარცხება. როგორც CNN-ი წერს, არც ერთი მათგანი არ არის დარწმუნებული, რა უნდა გააკეთონ.

ამასთან, დემოკრატებს სურთ, რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდნენ საარჩევნო კამპანიას და ისინი დახმარებისთვის ობამასა და პელოსს მიმართავენ.

CNN-ი ესაუბრა კონგრესის 10-ზე მეტ წევრს და იმ ადამიანებს, რომლებსაც ობამასთან და პელოსთან კავშირები აქვთ. ბევრი მათგანი ამბობს, რომ ბაიდენის კანდიდატურის დასასრული ნათლად იგრძნობა და ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის გასარკვევი, თუ როგორ მოხდება ეს.

Cesko