ირაკლი ზარქუა საფრანგეთის ელჩის განცხადებაზე: ეს არის საქართველო, სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც უნდა პატივისცემა და არა ვასალური დამოკიდებულება

0
114
32 Views

ეს არის საქართველო, სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც უნდა პატივისცემა და არა ვასალური დამოკიდებულება, – ამის შესახებ მედიასთან საუბარში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ზარქუამ განაცხადა და გამოეხმაურა საქართველოს ბიუჯეტისთვის საფრანგეთიდან პირდაპირი დახმარების დროებითი შეჩერების შესახებ საფრანგეთის ელჩის განცხადებას.

„ეს არის საქართველო, სუვერენული სახელმწიფო, უძველესი ცივილიზაციის ქვეყანა, რომელსაც უნდა პატივისცემა, ინტერესების გათვალისწინება და არა ვასალური დამოკიდებულება. ამას არ გავატარებთ, არ გავუტარებთ და მომავალშიც ასე ივლის საქართველო”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

Cesko