გაეროში რუსეთის წარმომადგენლის გენადი გატილოვის განცხადებით, არ არსებობს საფუძველი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების სტატუს-კვოს შენარჩუნებისთვის, რომელსაც ვადა 18 ივლისს ეწურება. მისი თქმით, რუსეთის მიერ შეთანხმების გახანგრძლივების პირობების შესრულება შეჩერებულია. „რუსეთმა არაერთხელ გაახანგრძლივა გარიგება პოზიტიური ცვლილებების იმედით, თუმცა ის, რასაც ახლა ვხედავთ, არ გვაძლევს საფუძველს, სტატუს-კვოს შენარჩუნებაზე დავთანხმდეთ“,- აღნიშნა გატილოვმა. შეგახსენებთ, რუსეთსა და უკრაინას შორის გაეროსა და თურქეთის შუამავლობით 2022 წლის ივლისში გაფორმებული შეთანხმება მიზნად ისახავს რუსეთის შეჭრის შედეგად შეჩერებული უკრაინული მარცვლეულის შავი ზღვის პორტებით უსაფრთხო ექსპორტს გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან აცილების მიზნით. შეთანხმების ვადა 18 ივლისს იწურება.

0
265
33 Views

გაეროში რუსეთის წარმომადგენლის გენადი გატილოვის განცხადებით, არ არსებობს საფუძველი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების სტატუს-კვოს შენარჩუნებისთვის, რომელსაც ვადა 18 ივლისს ეწურება.

მისი თქმით, რუსეთის მიერ შეთანხმების გახანგრძლივების პირობების შესრულება შეჩერებულია.

„რუსეთმა არაერთხელ გაახანგრძლივა გარიგება პოზიტიური ცვლილებების იმედით, თუმცა ის, რასაც ახლა ვხედავთ, არ გვაძლევს საფუძველს, სტატუს-კვოს შენარჩუნებაზე დავთანხმდეთ“,- აღნიშნა გატილოვმა.

შეგახსენებთ, რუსეთსა და უკრაინას შორის გაეროსა და თურქეთის შუამავლობით 2022 წლის ივლისში გაფორმებული შეთანხმება მიზნად ისახავს რუსეთის შეჭრის შედეგად შეჩერებული უკრაინული მარცვლეულის შავი ზღვის პორტებით უსაფრთხო ექსპორტს გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან აცილების მიზნით. შეთანხმების ვადა 18 ივლისს იწურება.

Cesko