ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა და სახლებს სახურავები გადახადა

0
143
22 Views

ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი მაწიმი დააზარალა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ქარმა მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტრობოძები და სახლებს გადახადა სახურავები.

„ლაგოდეხის მერის, ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, პირველად სამუშაოებს ახორციელებენ. მიმდინარეობს ჩახერგილი გზების გაწმენდითი სამუშაოები“, – აცხადებენ მერიაში. 

Cesko