ბაიდენმა ნატოს სამიტზე ვოლოდიმირ ზელენსკის შეცდომით „პრეზიდენტი პუტინი“ უწოდა

0
108
27 Views

თეთრი სახლის ლიდერმა, ჯო ბაიდენმა ნატოს სამიტზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის წარდგენისას მას შეცდომით „პრეზიდენტი პუტინი“ უწოდა.

„ახლა კი მსურს, სიტყვა გადავცე უკრაინის პრეზიდენტს, რომელსაც აქვს იმდენი გამბედაობა, რამდენიც მონდომება. ქალბატონებო და ბატონებო, პრეზიდენტი პუტინი“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ვიდრე ზელენსკი მიკროფონთან მივიდოდა, ბაიდენმა შეცდომა გამოასწორა და თქვა, რომ ის  ორიენტირებულია პუტინის დამარცხებაზე.

„პრეზიდენტი პუტინი? პრეზიდენტი ზელენსკი. მე ორიენტირებული ვარ პუტინის დამარცხებაზე“, – დასძინა ბაიდენმა.

Cesko