25 Views
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მზად არ არის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სასაუბროდ იქამდე, სანამ ის ქცევას არ შეიცვლის. ამის შესახებ მან ვაშინგტონში ნატოს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბაიდენის თქმით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ პუტინი თავის ქცევას შეიცვლის.
„ამჟამად არ მაქვს საფუძვლიანი მიზეზი პუტინთან მოლაპარაკებისთვის. არ არის ბევრი რამ, რისი გაკეთებისთვისაც ის მზად არის, ქცევაში ცვლილების თვალსაზრისით, მაგრამ არ არსებობს სხვა მსოფლიო ლიდერი, ვისთან მოლაპარაკებაზეც მზად არ ვარ “, – აღნიშნა ბაიდენმა.
მისი თქმით, პუტინს პრობლემა აქვს, რადგან ჰგონია, რომ ომი მოიგო.