202 Views
დასავლეთის ქვეყნებმა უნდა მოახდინონ ზეწოლა ისრაელზე, რათა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის უახლეს წინადადებას დათანხმდეს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, წერს Reuters-ი.
ერდოღანს მიაჩნია, რომ ცეცხლის საბოლოო შეწყვეტა შესაძლებელია.
„ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სატელეფონო ზარის შემდეგ, ვიმედოვნებ, ცეცხლის საბოლოო შეწყვეტა რამდენიმე დღეში იქნება მიღწეული, რათა ისრაელის ბოლოდროინდელი ხოცვა-ჟლეტა დასრულდეს“, – განაცხადა ერდოღანმა.




![[ფოტო] სიამის ტყუპები განაცალკევეს: “განსაკუთრებით სარისკო იყო… ბავშვები შუბლებით იყვნენ შერწყმულნი…”](https://split.spnews.io/wp-content/uploads/2024/09/460642495_404554876015186_3224470352918586080_n-100x70.jpg)
