ერდოღანი: დასავლეთმა უნდა აიძულოს ისრაელი, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს

0
92
26 Views

დასავლეთის ქვეყნებმა უნდა მოახდინონ ზეწოლა ისრაელზე, რათა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის უახლეს წინადადებას დათანხმდეს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, წერს Reuters-ი.

ერდოღანს მიაჩნია, რომ  ცეცხლის საბოლოო შეწყვეტა შესაძლებელია.

„ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სატელეფონო ზარის შემდეგ, ვიმედოვნებ, ცეცხლის საბოლოო შეწყვეტა რამდენიმე დღეში იქნება მიღწეული, რათა ისრაელის ბოლოდროინდელი ხოცვა-ჟლეტა დასრულდეს“, – განაცხადა ერდოღანმა.

Cesko